"საქართველოს რკინიგზა" თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:20, 06 Aug, 2013     864

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელშეკრულების შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებული იყო სამუშაოები 2013 წლის 8 ივლისამდე დაესრულებინა, თუმცა აღნიშნული პირობა დარღვეულ იქნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.


"სს "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ინჟინერ კონსულტანტთა სერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული NGR-003 ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა" და სს "ხიდმშენის" ერთობლივი საწარმო. სს "საქართველოს რკინიგზასთან" 2010 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, FIDIC Yellow Book-ის წესების შესაბამისად, NGR-003 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს ILF Beratende Ingenieure ZT Gmbh (Leader) consortium with GRE-Gauf Rail Engineering Gmbh &Co. KG.


ხელშეკრულების შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშოები დაესრულებინა 2013 წლის 8 ივლისამდე, რომელი პირობაც დარღვეულ იქნა. ამჟამად "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.


რკინიგზის მიერ მოწვეული ავსტრიული კომპანია MC mobility-ს მიერ შესრულებულ იქნა შემოვლითი რკინიგზის და არსებული სარკინიგზო მონაკვეთის შედარებითი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი.


ამასთან ერთად ს.ს. "საქართველოს რკინიგზამ" აუდიტორულ კომპანია Ernst and Young-ს შეაფასებინა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულების შემდგომ დედაქალაქში გამოთავისუფლებული ტერიტორია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 73ჰა-ს, ხოლო კონსულტანთა მიერ განსაზღვრულმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა მხოლოდ 30 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 213 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად დასახარჯია 137 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია MC mobility-ს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით პროექტის სრულყოფილი დამთავრებისათვის აუცილებელი იქნება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება", - განმარტავენ "საქართველოს რკინიგზაში", - ნათქვამია ,,საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42