ტყიბულის ტრაგედია - არასამთავრობოები ქუმსიშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ
საზოგადოება - 13:05, 06 Apr, 2018     1597

არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გარკვეული გადაწვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

„უნდა დადგეს პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. კომენტარებმა, რომელიც საწარმოს მხრიდან და სხვა აქტორებისგან ვრცელდება აჩვენებს, რომ საწარმო ცდილობს, რომ მომხდარი მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით გამორიცხოს მისი პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა, აქამდე ყველა შემთხვევა, დაღუპვა თუ დაშავება შახტში გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს ეფექტიანი არ არის და არასდროს არავინ არ ისჯება,“ - განაცხადა ღვინიანიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრი, გიორგი არობელიძე აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

„დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება წლებია, აფერხებენ რაიმე ტიპის წინსვლას სწორედ უსაფრთხოების და შრომითი უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ტრაგედიების ხდება, ადამიანებმა უნდა აიღონ თავზე პასუხისმგებლობა და პირველი, ვინც ეს უნდა გააკეთოს, სწორედ, დიმიტრი ქუმსიშვილია,“ - განაცხადა არობელიძემ.

დღეს 6 აპრილს, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები თბილისსა და ქუთაისში სოლიდარობის აქციის გამართავენს გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42