"გამოძიებაში პროფკავშირი თუ არ ჩართეს, პირდაპირ დაადასტურებენ, რომ უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი" - პეტრიაშვილი
საზოგადოება - 18:30, 05 Apr, 2018     1395
პროფკავშირების თავმჯდომარე ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდა ნათელი გახდება, რომ „კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ".

მისი თქმით, თუ არ ჩართეს საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირების წარმომადგენლობა, ეს "პირდაპირ ამას დაადასტურებს“, რომ უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი.

"ამის გარეშე, რომ თვითონ გამოიძიონ და საზოგადოებას და ჩვენ მოგვცენ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა ძალიან დაბალი იქნება საზოგადოებისა და პროფკავშირებისთვის.

წინა შემთხვევაში, რაც ტყიბულში მოხდა, ჩვენი წარმომადგენელ არ ჩართეს გამოძიებაში. მანამდე ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას, რომ ტყიბულში ადგილი ჰქონდა უსაფრთოების ნორმების დარღვევას და საბოლოო ჯამში, შრომის ინსპექტორები ჩამობრძანდნენ, მოგვაწოდეს დასკვნა, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არისო. ორ თვეში კი მოხდა ტრაგედია, როცა ჩვენი ოთხი თანამოქალაქე დაიღუპა",- აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დღეს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

კომპანია "საქნახშირის" ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტაში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42