"მან ცილი დაგვწამა და შეურაცხყოფა მიაყენა მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე ექიმებს" - კეკუას კლინიკა ბრალდებას პასუხობს და
საზოგადოება - 17:53, 04 Apr, 2018     1573

„კეკუას კლინიკა“ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას სპეციალური განცხადებით პასუხობს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

დაუზუსტებელი ინფორმაციის გარცელების გამო ჩვენს კლინიკას მიაყენეს მორალური, მატერიალური და ზნეობრივი ზარალი. პიროვნებამ, რომელმაც დაუზუსტებელი ინფორმაცია გადაიღო და გაავრცელა, მოაწყო “კიბერ ბულინგი“ კლინიკა „ულტრაბგერაზე“. მან ცილი დაგვწამა და შეურაცხყოფა მიაყენა მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე ექიმებს. საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რომლის გავრცელებაში არაერთმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვცდილობდით საზოგადოების ინფორმირებას ამ კვლევის შესახებ:

რა თქმა უნდა ენდოსკოპიურ კვლევას არ ანაცვლებს ულტრასონოგრაფიული კვლევა. ულტრასონოგრაფიული კვლევა ღრუ ორგანოებზე ნაკლებად ეფექტურია, თუ ექიმმა არ გამოიყენა კვლევის განსხვავებული მეთოდი, კერძოდ, ღრუ ორგანოების შევსება სითხით ან კონტრასტული ნივთიერებით. არსებობენ პაციენეტები, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ უტარდებათ ენდოსკოპიური გამოკვლევა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ულტრასონოგრაფია უნდოსკოპიური კვლევის ალტერნატივად, თუმცა ენდოსკოპიური და კოლონოსკოპიური კვლევებისთვის ანატომიურად მიუწვდომელი არეები არსებობს, სადაც ულტრასონოგრაფიულ კვლევას, რენტგენს და ტომოგრაფიას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების გამო გიგზავნით კვლევის რეკომენდაციებს, მომზადების მეთოდს და შეძლებისდაგვარად სამედიცონო ინფორმაციას კვლევის შესახებ, გთხოვთ ინფორმაციის გავრცელებას.პატივისცემით კეკუას კლინიკა „ულტრაბგერა“.

NCSP საერთაშრისო კლასიფიკატორი მიხედვით კუჭისა და ნაწლავების ულტრაბგერითი გამოკვლევის კოდები:JDDE1E, JDDE02, JDE1X.

კუჭის ულტრასონოგრაფიული კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია მედიცინაში. ეს მეტად კომფორტული მეთოდია პაციენტის კუჭ-ნაწლავის გამოკვლევისთვის. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ: კუჭის კარი,კუჭის სხეული, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვი, ანტრალური ნაწილი და ნაწლავი. მოზრდილ პაციენტებს კუჭ-ნაწლავის ულტრაბგერითი კვლევა უტარდებათ შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ:

· გულძმარვა.

· მუცლის შებერილობა

· მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება

· პირის ღრუში არა სასიამოვნო სუნის შემთხვევაში

ბავშვებს კვლევა უტარდებათ შემდეგი სიმტომების შემდეგ:

· მუცლის ტკივილი

· ყაბზობა

· ღებინება

· ხშირი ამოქარვება და სხვა

რას გამოავლენს კუჭ-ნაწლავის კვლევა

ბევრ ადამიანს აინტერესებს აჩვენებს თუ არა ულტრაბგერითი გამოკვლევა ამა თუ იმ დაავადებას, შესაძლებელია თუ არა წყლულის გამოვლენა ასეთი დიაგნოსტიკის დროს და როგორ ტარდება ეს პროცედურა. განვიხილოთ, რას გვიჩვენებს კუჭ-ნაწლავის ულტრაბგერითი კვლევა:

· ულტრაბგერითი კვლევა პირველ რიგში გვიჩვენებს ორგანოების ზოგად მდგომარეობას, ესეიგი გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ დაავადება დროზე ადრე და დავიწყოთ მკურნალობა.

· გამოკვლევა იძლევა სხვადასხვა პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას.

· ლიმფური კვანძების ცვლილებას

· პოლიპების, სიმსივნის არსებობის ეჭვს

· ეროზია

· ვენების გაფართოება და ცვლილება,ვარიკოზი

· უცხო სხეულები

· თიაქარი

· ორგანოს კედლების შესქელება და შეთხელება

· გასტრიტი

· ლორწოვანის დაზიანება, ანთება და წყლული

· სტენოზი(თორმეტგოჯა)

· ანტრალური ნაწილის შევიწროება

· კარცინომა

იმისთვის , რომ კვლევა ჩატარდეს ხარისხიანად და დაისვას ზუსტი დიაგნოზი, სასურველია წინასწარ გავიგოთ ექიმისგან მომზადების წესი.

მომზადება ხდება შემდეგნაირად:

· უნდა დავიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დიეტა ორი დღით ადრე პროცედურამდე, რადგან თავიდან ავირიდოთ დისკომფორტი და შებერილობა. არაა რეკომენდირებული უმი ბოსტნეულის, პურის , რძის პროდუქტების, შემწვარი და ცხიმიანის მიღება. ასევე არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი. საკვები უნდა მივიღოთ, მცირე ულუფებით მაგრამ ხშრად.

· ულტრაბგერით კვლევა ტარდება უზმოზე. საკვების მიღებიდან 12 საათი უნდა იყოს გასული ,რათა ჩატარდეს სწორი გამოკვლევა.

· კვლევის პროცესში პაციენტი ეტაპობრივად ღებულობს სითხეს დაახლოებით 500-750 მლ. რაოდენობით, რის შედეგადაც ხდება ორგანოს გავსება და მისიდათვალიერება და გამოკვლევა ხდება შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42