"თუ ვინმეს აზრად მოუვა შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს გმირებს, მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“ - „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“
საზოგადოება - 15:39, 05 Apr, 2018     1436
„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ „ალბატროსში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„გვინდა გამოვეხმაუროთ კომპანია „ალბატროსის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და პიარ-მენეჯერ სალომე სარიშვილის დაპირისპირების ფაქტს. მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არჩილ ტატუნაშვილის, ჩვენი ეროვნული გმირის მოხსენიება იმ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც სალომე სარიშვილის აღშფოთების საფუძველი გახდა.

ჩვენ, ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის, სოლიდარობას ვუცხადებთ ქ.სალომეს და მაქსიმალურად ჩავერთვებით ამ საქმის დეტალურ გარკვევაში. ჩვენ კომპანია „ალბატროსი“-სგან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, იაგო ოთარაშვილი და ქ. მადინა თვაური, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ეთნიკურად ოსია და სწორედ ეს გახდა მთავრი მოტივი ჩვენი ეროვნული გმირის შეურაცხყოფის.

რუსეთი ოკუპანტია და ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და თუ ვინმეს მოუვა აზრად სხვადასხვა სახით მიაყენოს შეურაცხყოფა ჩვენს გმირებს, ჩვენს ქვეყანას, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ალბატროსში“ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადმინისტრაციის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა.

კომპანიის პიარ-მენეჯერ სალომე სარიშვილის ინიციატივით, არჩილ ტატუნაშვილის გატაცების დღიდან, კომპანია ალბატროსში , მისი მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში განცხადებისა და კომპანიაში საინფორმაციო ფლაერების გავრცელებაში გამოიხატებოდა. შაბათს კომპანიაში, კამპანიის ფარგლებში გააკრეს არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები სლოგანებით -„დიდება გმირებს“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ა.შ. რომლებიც ორშაბათს ჩამოხეული დახვდათ.

კომპანია „ალბატროსში“ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადმინისტრაციის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა.

კომპანიის პიარ-მენეჯერ სალომე სარიშვილის ინიციატივით, არჩილ ტატუნაშვილის გატაცების დღიდან, კომპანია ალბატროსში , მისი მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში განცხადებისა და კომპანიაში საინფორმაციო ფლაერების გავრცელებაში გამოიხატებოდა. შაბათს კომპანიაში, კამპანიის ფარგლებში გააკრეს არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები სლოგანებით -„დიდება გმირებს“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ა.შ. რომლებიც ორშაბათს ჩამოხეული დაგვხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42