უწყების ცნობით, დაშავებული 2 მუშა კონტაქტურია და მკურნალობას კვლავ კლინიკაში განაგრძობენ.
„ამ დროისთვს იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. ორივე მათგანი კონტაქტურია. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება. ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს"- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.
კომპანია "საქნახშირის" ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტაში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






