კომპანიის პიარ-მენეჯერ სალომე სარიშვილის ინიციატივით, არჩილ ტატუნაშვილის გატაცების დღიდან, კომპანია ალბატროსში , მისი მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში განცხადებისა და კომპანიაში საინფორმაციო ფლაერების გავრცელებაში გამოიხატებოდა. შაბათს კომპანიაში, კამპანიის ფარგლებში გააკრეს არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები სლოგანებით -„დიდება გმირებს“, „რუსეთი ოკუპანტია“ და ა.შ. რომლებიც ორშაბათს ჩამოხეული დაგვხვდა.
"როცა კომპანიაში მისულს ტატუნაშვილის, ჩვენი ეროვნული გმირის ფოტოები ჩამოხეული დამხვდა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, იაგო ოთარაშვილს, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი კომპანიის შიდა წესრიგზე, ვკითხე რა მოხდა,რასაც მისი მხრიდან გაღიზიანება, შემდგომში კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. ადმინისტრაციის უფროსმა, მადინა თვაურმა კი, რომელიც იაგო ოთარაშვილის მეგობარი ქალია, ტატუნაშვილს "პაცანი" უწოდა.
ამ ინციდენტის შემდგომ გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. სასამართლოზე მოხდა ჩვენი დაკითხვა, თუმცა სასამართლომ დაზარალებულად არ მცნო.
მე მაქვს აუდიოჩანაწერები, რითაც ვამტკიცებ ჩემ სიმართლეს. შესაბამისად, ვაპირებ მივმართო სააპელაციო სასამართლოს. ასევე, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ჩემთვის, როგორც კომპანიის წარმომადგენლისთვის და როგორც ქართველისთვის, სრულიად მიუღებელია ჩვენი დროის გმირის სახელის შეურაცხყოფა და ნებისმიერი ფორმით, მისთვის მხარდასაჭერიკამპანიისთვის ხელის შეშლა"- აცხადებს "ნუპოსტთან" სალომე სარიშვილი, რომელიც დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშრების სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






