მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები თბილისის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ
საზოგადოება - 18:36, 04 Apr, 2018     993
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს გააცნეს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები, ჟიურის წევრები და ის ძირითადი ცვლილები, რაც 2018 წელს კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. მთავარი სიახლე ეს არის ნომინაციის ელემენტი. წელს თვითწარდგენასთან ერთად, სკოლებსაც ექნებათ საშუალება წარადგინონ თავიანთი მასწავლებლები.

შეხვადრაზე, ასევე, სკოლის დირექტორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 20 აპრილამდე. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება უმაღლესი ქულების მქონე აპლიკანტები, რომელთაც მოეთხოვებათ მოკლე ვიდეოს გამოგზავნა, მესამე ეტაპზე, გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, რომლებთანაც ჩატარდება პირისპირ გასაუბრებები, ხოლო მეოთხე ეტაპზე, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' მფლობელი.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისაგან გადაეცემა 10 000 ლარი. ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და „ლიბერთი“ ბანკი. ასევე, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42