თბილისის მე-100 საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა საქართველოში. იგი 1895 წლიდან ფუნქციონირებს. შენობა, სადაც სკოლა იყო განთავსებული აშენებული იყო 1804 წელს. 2016 წელს დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის სექტემბერში შევა ექსპლუატაციაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკოლა შენდება უახლესი სტანდარტებით, მე-100 საჯარო სკოლაში პირველად, მოპირკეთება განხორციელდება სრულიად თანამედროვე საშუალებებით. პროექტში გათვალისწინებულია შეკიდული აკუსტიკური ჭერები; ვინილის იატაკები და BMS-სისტემის დამონტაჟება -აღნიშნული სისტემა მოიცავს უკაბელო რადიოსიხშირულ კავშირში ჩართული მოწყობილობების ერთიან ფუნქციონირებას შენობის უსაფრთხო და ეფექტური მართვისთვის.
პროექტით გათვალისწინეულია :
• სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის მოწყობა;
• განგაშის ღილაკის მოწყობა;
• განგაშის სირენის მოწყობა;
• აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით;
• განათების მოწყობა სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის უჯრედში);
• ელექტრო ფარის მართვა;
• ჰაერის ხარისხის კონტროლი;
• სამზარეულოში გაზის გაჟონვის სენსორი;
• სასკოლო კარის გაღების დეტექტორი
facebook გვერდის ლინკი: ESIDA.info
მასალის გამოყენების პირობები