თსუ-ში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 12:16, 04 Apr, 2018     1161
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა და საჯარო დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ორგანიზებით შედგა, ესწრებოდნენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები, სტუდენტები, ასევე ცენტრის ნეიროფსიქოლოგები, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები.

,,ეს შეხვედრა სპეციალურად მშობლებისთვის მოვაწყვეთ, რომელთაც ჰყავთ აუტიზმის სპექტრის მქონე შვილები, აქვთ კითხვები შვილების განვითარებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. შეხვედრა არის კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს, და ჩვენც სპეციალისტებსაც, რომ გვქონდეს ღია კომუნიკაცია, რათა მათთვის აქტუალურ კითხვებს პასუხი გავცეთ, ვიყოთ სასარგებლოები ამ საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის,“- განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.

შეხვედრაზე მშობლებსა და სპეციალისტებს შორის გამართულ დისკუსიაში, სხვადასხვა საკითხზე, პრობლემასა და ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. დისკუსიაში ჩართული მშობლის თამარ ამირანაშვილის თქმით, „თბილისში არსებობს სერვისები, მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესახებ ინფორმაცია ყველა მშობელს არ აქვს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი უშუალო ურთიერთობა სპეციალისტებსა და მშობლებს შორის. მე როგორც დაინტერესებული პირი, თვალს ვადევნებ და მეტნაკლებად ვცდილობ, რომ დავესწრო ყველა ღონისძიებას, რომელიც ეხება ამ თემატიკას.“

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა კვირეულის ფარგლებში გაიმართა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42