მაია ასათიანი "ფორტუნასთან" ორკვირიან პაუზაზეც ყვება, როცა მაიას, ნუცას გარდაცვალების წლისთავზე, ისევ მოუხდა მოგონებებთან შეჭიდება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. დღის განმავლობაში მომდიოდა უამრავი წერილი სრულიად უცნობი ადამიანებისგან.
23 თებერვალს, ნუცას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, მაგრად ვიდგე და ჩემი ჭირი არ გამოვიტანო გარეთ, ზოგადად, კომპლექსი გამიჩნდა… არ მინდა, ადამიანებისთვის ჩემი მწუხარება გადამდები იყოს, ამიტომ ვცდილობ, მყარად ვიდგე და ვიყო პოზიტიური.
როდესაც წლისთავი მოახლოვდა, ამ დღეების თავიდან გადატანა რთული აღმოჩნდა. მქონდა განცდა, რომ ყოველი წამი, როცა ნუცა მიდიოდა, დამიბრუნდა… შემექმნა ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც, ეს ტრავმა უკვალოდ არსად მიდის, გულზე მქონდა პრობლემა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ეს ერთკვირიანი მონაკვეთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შვილი მარტოს მეგლოვა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გაიგო ჩემი მწუხარება და მადლობა მათ, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და ჩემი ამ ცხოვრებაში დაბრუნებაც. რეალურად, ჩემი სიმყარე ამ ადამიანების დამსახურებაც არის, ეს არ გახლავთ ლიტონი და მოგონილი სიტყვები. ძალიან მამხნევებდა იმ დედების მაგალითები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ამბავი აქვთ. ბევრი გავიცანი ჩემი ტრაგედიის შემდეგ და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი იქნებოდა ყველაზე რთული, შემდეგ კი ყველაფერი მეორედ იქნებოდა და მართლაც ასეა…
ის, რომ საქმეს მალე დავუბრუნდი, ამანაც გადამრჩინა.
როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!. თუმცა ფიზიკურად კარგად ვარ, ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომელიც მალე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ქალებისთვის განკუთვნილი გასართობი გადაცემაა…"- ამბობს მაია ასათაბი.
ინტერვიუ სრულად ნახეთ fortuna.ge - ზე.
მასალის გამოყენების პირობები






