"ნატახატრის" ლუდი და ლიმონათი ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:57, 06 Aug, 2013     1281

 

ამიერიდან "ნატახატრის" ლუდი და ლიმონათი ბაზარზე 0,33 ლიტრიანი შეფუთვით გამოვა. პრესკონფერენციას წარუძღვებიან და ჟუნალისტების კითვებს უპასუხებენ კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და ბრენდმენეჯერი ნინო მიქელაძე.

 

ახალი შეფუთვის გამოშვება აღნიშნულ პროდუქციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ამიტომაც მათი ჩამოსხმა 0,33 ლიტრის თუნუქის შეფუთვაში გადაწყდა. შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ადგილების ზრდას, ასევე საექსპორტო ქვეყნებში პოზიციების გამყარებას.
ნატახტარი ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანიაა და ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია.

 

ამაზე მეტყველებს მისი აქტუალურობა და ინოვატორობა, პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. ნატახტარის პროდუქციის ექსპორტირება 16 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის, აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, კვიპროსი და სხვა. 2010 წლიდან "ნატახტარმა" პროდუქციის გაყიდვები ესპანეთსა და თურქმენეთშიც დაიწყო. ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით, 50 პროცენტით გაიზარდა, რაც არსებული ბაზრების გაფართოებით და ახალ ბაზრებზე შესვლით აიხსნება.

 

ექსპორტის მიმართულებით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიმონათზე. მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო ბაზრებს შორის აზერბაიჯანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ ქვეყნისთვის სპეციალური სარეკლამო სტრატეგიაც შემუშავდა.

 

ნატახტარის ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. ნატახტარის ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მერვე წელია მისი რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს. დღესდღეობის, კომპანია მომხარებელს 10 არომატის ლიმონათს სთავაზობს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42