როგორც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, საქართველოში სამკურნალოდ სერვისები არსებობს, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომობა და სამკურნალო ადგილები კვლავ გამოწვევად რჩება.
ერთ-ერთი აუტიზმის მქონე ბავშვის დედა თამუნა იარაჯული „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხდებს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა, რათა სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა ყველა აუტიზმის მქონდე ბავშვს შეძლებოდა, თუმცა, წულუკიანის უწყებიდან მას არავინ შეხმიანებია. მისივე თქმით, ამჟამად თბილისის მერია ჩაერთო და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
„ბავშვი რადგან მძიმე მდგომარეობაშია და მკურანლობა სისტემატიურად ესაჭიროება, ამჟამად თბილისის მერია დამიკავშირდა და ჩაერთო, დღის ცენტრებიც დაინტერესდნენ და ხვალ ველოდები პასუხს. სამწუხაროდ, საქართველოში სერვისების არსებობს, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და ადგილები არ არსებობს სადაც შეძლებენ ბავშვები მკურნალობას. ფიზიკურად არ არის საათები, დაფინანსებით კი თბილისის მერიამ დააფინანსა უკვე თვენახევარია" - განაცხადა იარაჯულმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






