კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ „ჭალა ჰესის“ წინააღმდეგ აქციას ეხმაურება - ,,მშენებლობის დაწყებამდე კოპანიამ ყველა კითხვას პასუხი გასცა“
საზოგადოება - 18:22, 31 Mar, 2018     2233
მესტიაში ჭალა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურებიან კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლები.

როგორც ,,ნიუპოსტს“ კომპანიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ნატროშვილმა განუცხადა, მშენებლობა ერთი წელია მიმდინარეობს და ამ დრომდე მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. ნატროშვილის ინფორმაციით, კომპანია შეხვდა იმ ჯგუფს, რომელიც პროტესტს გამოთქვამს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მშენებლობის შესახებ.

ნატროშვილი აქციის მონაწილეების ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს და ამბობს, რომ ექსპერტებთან ერთად შეთანხმებულ შეხვედრას აღნიშნული ჯგუფი არ დაესწრნენ.

„უპირველეს ყოვლის, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მესტიაჭალა ჰესი არის მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებითი, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი, რომელიც მსოფლიოში აღირებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.

მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში, მოსახლეობის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. დღეს, მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. ჩვენ საგაზაფხულო მშენებლობის დაწყების წინ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს არ სურთ არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. ასევე, ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრას არ დაესწრნენ. დღეს კი ისინი პროვოკაციას მიმართავენ, ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ.

რაც შეეხება სამუშაოებს - ამ ეტაპზე იწმინდება გზა და მდინარის კალაპოტის გასწვრივ ნაპირსამაგრები ეწყობა. ჩვენ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას დაგეგმილი გრაფიკით ვაგრძელებთ“ - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ „სვანეთი ჰიდროს“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო ნატროშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42