მსოფლიო ბანკის ექსპერტების ვიზიტი თსუ-ში
საზოგადოება - 12:04, 31 Mar, 2018     1817

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის ექსპერტები პეტერ ინდჰოლმი და ნიკოლა კოიუჩაროვი ესტუმრნენ. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) უნივერსიტეტებში მეცნიერების კომერციალიზაციის მხარდაჭერას გეგმავს. შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ექსპერტები გაეცნენ უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს და დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები

„მეცნიერების კომერციალიზაცია უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თითოეული უნივერსიტეტისათვის. გამოყენებითი მეცნიერების მიზანიც, სწორედ, მისი მიღწევების ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებაა. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები დიდი ხანია თავისი სამეცნიერო ნაწარმის შედეგების კომერციალიზაციას ახდენენ. ეს, ერთი მხრივ, ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტის გავრცელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, ძალიან კარგი შემოსავალია უნივერსიტეტისათვის, რაც თავისთავად ხელს უწყობს მის განვითარებას,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ. მისი თქმით, თსუ აქტიურად ფიქრობს ჩაერთოს პროექტში, რომელიც მეცნიერების მხარდაჭერასა და მის კომერციალიზაციას გულისხმობს.

მსოფლიო ბანკის ექსპერტის პეტერ ინდჰოლმის თქმით, „მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს GITA-ს, რომელიც ცდილობს განავითაროს ინოვაციური კულტურა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. დღეს არის მეტად სპეციფიკური დისკუსია უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ვთანხმდებით თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ GITA-სთან, როგორ განავითარონ და ჩამოაყალიბონ ინოვაციები, რომლებიც ქვეყანაშივე იქნება გამოყენებული. ასევე, განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში არსებული კომპანიების კონკურენტუნარიანობა.“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, მეცნიერების კომერციალიზაცია, ტექნოლოგიების გადაცემა და სწავლებისა და კვლევის პროცესში ინოვაციების წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უნივერსიტეტი სხვადასხვა ფონდებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42