„სტუმარ-მასპინძელი“თსუ-ს სცენაზე
საზოგადოება - 11:50, 31 Mar, 2018     1858

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერა გაიმართა. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთგვარი ექსპერიმენტია და პანტომიმის, ქორეოგრაფიის, დრამისა და ვოკალის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. დადგმის რეჟისორია გოგი გომურაშვილი, ქორეოგრაფი - პაატა მხეიძე, მხატვარი - თამარ გურგენიძე.

„სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ არ არის ახალი ქართველი მაყურებლისთვის, მან თითქმის ყველა ქართული თეატრის სცენა მოიარა და შემოიხედა თსუ-ს სცენაზეც. სპექტაკლი მივუძღვენით თსუ-ს 100 წლის იუბილეს. სპექტაკლი არის სინთეზური და წარმოადგენს ექსპერიმენტს, ვინაიდან გავაერთიანეთ პანტომიმა, ქორეოგრაფია, დრამა, ვოკალი. ვნახოთ, რას იტყვის მაყურებელი“,-განაცხადა რეჟისორმა გოგი გომურაშვილმა.

როგორც თსუ სტუდენტმა, მსახიობმა თამარ მირიანაშვილმა აღნიშნა, ახალი სპექტაკლის წარდგენა დასისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და სტუდენტებს წარმატების იმედი აქვთ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თეატრის დასი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. „როგორც ყოველთვის, ჩვენი თეატრი ძალიან საინტერესო სპექტაკლებით გვანებივრებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „სხვენში“ ყველა მონაწილე სტუდენტია. ჩვენი თეატრი საკმაოდ სოლიდური ასაკის მქონეა და ისევე ,როგორც თსუ, ისიც 100 წლისაა. ცოტა ხანში აღვნიშნავთ ამ საიუბილეო თარიღსაც. ამ პრემიერით გავხსნით დღესასწაულებს,რომელიც მიეძღვნება ჩვენი თეატრის ასწლოვან იუბილეს“,-განაცხადა რექტორმა.

ღონისძიება თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42