შერგელაშვილი და ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტს გაეცნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:02, 05 Aug, 2013     639

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს პატარა ლიახვის ხეობაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე წყალმომარაგების მოწესრიგების პროექტის სამუშაოები მოინახულეს.

 

მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზარდიანთკარში, დიდ ხურვალეთში, გუგუთაანთკარსა და კოშკაში ორი დამატებითი ჭაბურღილის ბურღვა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამოქმედდა და მას საქართველოს მინიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში, ოთხი ჭაბურღილის მშენებლობაა დაგეგმილი, რის შედეგადაც, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ოთხ სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება.

 


"ეს არის მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც აქ მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის", - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, - "აქ მცხოვრებლებს წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ, ამ პროექტის განხორციელებით კი, ეს ვითარება რეალურად, უკეთესობისკენ შეიცვლება."

 

პროექტის მიხედვით, ჭაბურღილებში ჩაისმება შესაბამისი დამეტრის ლითონის საცავი მილები, მოეწყობა წყლის ფილტრები, დამცავი სანიტარიული ღობე, დამონტაჟდება შესაბამისი წარმადობის ტუმბოები და მართვის კარადები. თითოეული ჭაბურღილის საპროექტო დებიტი (მიღებული წყლის მოცულობა) იქნება 1.2 ლიტრი/წმ.

 

"ჩვენ ახლახან დავასრულეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და წყალი ამ საჭიროებებს შორის ერთ-ერთი პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ამდენად, ამ პროექტის განხორციელებას აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.

 

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით ჭაბურღილებს გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში აშენებს. ამჟამად, სამუშაოები ორ სოფელში - ზარდიანთკარსა და კოშკაში მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ კი, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის, შემდეგი ორი ჭაბურღილის მშენებლობა დაიწყება," - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

 

პროექტის მიხედვით, ორი ჭაბურღილის მოწყობის საორიენტაციო ღირებულება 124,200 ლარს შეადგებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42