"ამ ამბის შეცვლა შეგვიძლია ერთად და თქვენი დახმარება მჭირდება..."- თეონა ცხომელიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
საზოგადოება - 17:49, 29 Mar, 2018     6363
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, სადაც 8 წლის მანუჩარისა და მისი ძმის მძიმე ცხოვრების შესახებ ყვება.

"რუსთავი 2"- ის კორესპოდენტის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ძმებს დედა გასულ წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაეცვალათ.

პატარებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ აქვთ, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო კი ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

ჟუნალისტი საზოგადოებას გაერთიანებისკენ და გაუსაძლის გაჭირვებაში მყოფი არასრულწლოვნების დახმარებისკენ მოუწოდებს.


"ამბავი ხდება რეალურ დროში, ახლა, ჩვენს გვერდით... ნამდვილი ადამიანებით, ამ ამბის შეცვლა შეგვიძლია ერთად და თქვენი დახმარება მჭირდება!

გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას, გაბრიელს თითქმის მარტო უვლის. ბავშვების დედა შარშან, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გაყიდეს ყველაფერი და ახლა სახლიც აღარ აქვთ, ოჯახს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება. ბავშვების მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მუდმივად ეძებს სამსახურს, ხშირად გასულია და მანუჩარი მარტოა ხოლმე პატარასთან ერთად, ამიტომ სკოლაში თითქმის ვერ დადის.

ქირა ამ თვეში ვერ გადაიხადეს და ახლა ბავშვები ნათესავებთან, მძიმე სოციალურ პირობებში არიან.

სულ ვფიქრობ შვილების რამხელა დარდი გაიყოლა დედამ... ამ კაცზე რომელიც საჭმლის ფულისთვის მთელი დღე გასულია და ამ ორ პატარა ადამიანზე, რომლებსაც ბავშვობა კი არა გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა აქვთ.

არ ვიცი საიდან დავიწყო და რა გავაკეთო, ვისაც რა და როგორც შეგიძლიათ! ტანსაცმელი, პროდუქტი, ფინანსური დახმარება, თუნდაც ერთი თვის ქირა რომ გადავუხადოთ რომ ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და მანუჩარმა ცოტა მაინც იაროს სკოლაში.

მე ჩემით რაც შემიძლია გავაკეთებ, მაგრამ როგორც წესი როცა ვართ ბევრნი სიკეთე გაცილებით მასშტაბური გამოგვდის...

Irina Tkemaladze და მე ხაზზე ვართ, მოვაგროვოთ მივუტანოთ და არ ვიცი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.

მადლობა!"- წერს ჟურნალისტი.

დახმარების სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით თეონა ცხომელიძეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42