სახალხო დამცველი ვატო შაქარიშვილის სექსისტურ გამონათქვამს კრიტიკულად აფასებს
საზოგადოება - 11:19, 29 Mar, 2018     2245

საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკას – „რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, რომლითაც მან საჯარო განხილვაში მონაწილე პირებს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.

სახალხო დამცველის განცხადებით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ხელი შეუწყონ თანასწორობის პრინციპის დაცვას. მათი მხრიდან გამოთქმული სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამების გამოყენებას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე.

"მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, ქალს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირთა მიერ სექსისტური და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები აკნინებს საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ვახტანგ შაქარიშვილს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42