რუსეთის პატრიარქ კირილს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამძიმრის წერილები გაუგზავნა.
"თქვენო უწმინდესობავ, კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს. თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით.“- წერს ილია მეორე პატრიარქ კირილის მიმართ გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში.“- წერს ილია მეორე ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 25 მარტს, რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვია. დაშავებულია 76 ადამიანი. დკარგულთა შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ. სამართალდამცავების განცხადებით, ზოგიერთი დაღუპული ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზის გაკეთება გახდება საჭირო. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში განგაშის სიგნალი არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.
გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 5 ადამიანი. მათ შორის ერთი სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრია, რომელმაც ხანძრის დროს სიგნალიზაცია გამორთვა ედება ბრალად.
ადგილობრივების ცნობით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, ვიანიდან ხანძარი უქმე დღეებში მოხდა, როდესაც ცენტრში უამარავი ხალხი იმყოფებოდა. იგორის თქმით, ხანძარს 200-დან 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ამის მიზეზი კი კინოდარბაზების დაკეტილი კარები გახდა, რის გამოც ადამიანებმა იქიდან თავის დაღწევა ვერ შეძლეს.
დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ფართომასშტაბური აქცია გამართა. ისინი ადგილობრივი მთავრობის გადადგომას და ხანძრისა და დაღუპულების რაოდენობის შესახებ სიმართლის გაგებას ითხოვენ.


მასალის გამოყენების პირობები






