„ე.წ. კაი ბიჭები გადადიან თურქეთში, ხვდებიან ქურდებს და მათგან დამუხტულები ბრუნდებიან საქართველოში. მერე მათ დანაშაულის ჩადენა აღარ უჭირთ, რადგან ქურდის სახელით იპარავენ, ატერორებენ, ძარცვავენ და ზუსტად იციან, რომ ციხეში შესვლის შემთხვევაში, კარგ „პალაჟენიაში“ მოხვდებიან“ - საუბრობს სამართალდამცავი.
თუმცა მთავარი ეს არ გახლავთ, ქართველი პოლიციელები ეჭვობენ, რომ ბიზნესმენებზე ბოლო დროს გახშირებული ზეწოლა და ფულის გამოძალვის მცდელობა, სწორედ თურქეთში მცხოვრები კანონიერი ქურდების დავალებაა.
„ბიზნესმენებზე ზეწოლა და თანხის გამოძალვის მცდელობა საეჭვოდ ემთხვევა იმ პერიოდს, როცა თურქეთში ბინა ნადირ სალიფოვმა, იგივე „გულუმ“ დაიდო. აზერბაიჯანელი ქურდი არ მალავს, რომ მისი მთავარი შემოსავალი რეკეტია და სწორედ რეკეტის მეშვეობით შედის მის სალაროში მილიონობით დოლარი. სავარაუდოდ, „გულუმ“ ახლა საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დამორჩილება გადაწყვიტა და ისიც ფაქტია, რომ რამდენიმე აზერბაიჯანელიც დავაკავეთ, რომელიც ბიზნესმენს ფულს სძალავდა. აი, არის თუ არა კავშირში ბიზნესმენების მკვლელობა თურქეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამ მიმართულებით ჯერჯერობით ვმუშაობთ“ - წერს გაზეთი „ვერსია“.
მასალის გამოყენების პირობები






