რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ ვებგვერდ IMDb-ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს 250 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი 243 ადგილზეა. „მანდარინების“ რეიტინგი 8.3-ია. ფილმს ხმა 26,792 მომხმარებელმა მისცა.
"მანდარინები" 90-იან წლებში აფხაზეთის ომის პერიოდს ასახავს, სადაც ესტონელი ივო ამ ომის სხვადასხვა მხარეს მყოფ ჩეჩენ და ქართველ ჯარისკაცებს მის სახლში შეიფარებს.ფილმი პოლიტიკურ, კულტურულ და ეთნიკურ კონფლიქტს ეხმაურება და უგზავნის გზავნილს თანამედროვე საზოგადოებას, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ კონფლიქტის თანაგრძნობით მოგვარება.
საქართველო-ესტონეთის კოპროდუქცია "მანდარინები" ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა.
ფილმი გახდა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ნომინაციის - „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებული. ასევე მიიღო ესტონეთის კინოჟურნალისტთა ჯილდო, მანჰაიმ-ჰაიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებეთლა პრიზი, აუდიენციის ჯილდო ეგვიპტეში. ფილმი ესტონეთმა წარადგინა ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისათვის.საბოლოოდ, ფილმმა მიიღო ნომინაციები ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ასევე ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე
მასალის გამოყენების პირობები