თსუ-ში სტუდენტური პროექტი „პლანეტა რიდმორი“ დაიწყო
საზოგადოება - 12:11, 28 Mar, 2018     1702
27 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური სტუდენტური პროექტი "პლანეტა რიდმორი” დაიწყო. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის ძირითადი ტურების დაწყებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილობა მიიღონ ონლაინ მინი კონკურსში „კოსმოსური ოდისეა ელექტრომობილით“. კონკურსანტებს ევალებათ ტესლას ხელმძღვანელის ილონ მასკის იდეით კოსმოსში გაშვებული მანქანის მსგავსი ლურჯი მობილისთვის სამი გზავნილის მოფიქრება: ერთი ნივთი, ერთი ტექსტური შეტყობინება და ერთი აუდიოფაილი. კონკურსის გამარჯვებულს გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და უნივერსიტეტი სპეციალურ პრიზებს გადასცემს. მინი კონკურსში დარეგისტრირებული კონკურსანტი ავტომატურად ძირითადი კონკურსის მონაწილეც გახდება.

„ტრადიციული და საკმაოდ საინტერესო პროექტია, ძალიან კარგი ფორმატია. კონკურსის წლევანდელ მონაწილეებს საინტერესო დავალება აქვთ - ილონ მასკის მსგავსად გზავნილები გააგზავნონ კოსმოსში. კონკურსის მონაწილეებმა წიგნები უნდა წაიკითხონ. ეს კონკურსი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მომავალი წლიდან მისი გეოგრაფია გაიზრდება და მასში მონაწილეობა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებლის მარი კორინთელის თქმით, „წლევანდელი პროექტი უფრო მასშტაბური იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ პრიზებია წინა წლებისგან განსხვავებული. გამარჯვებული გაემგზავრება ევროპაში ტრენინგკურსებზე, მეორე და მესამე ადგილოსნებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. ამ პროექტს დამარცხებული არ ჰყავს, რადგან ყოველ კვირას მონაწილეებს მოუწევთ თითო წიგნის წაკითხვა, ანუ კონკურსიდან სარგებელს ყველა მონაწილე მიიღებს.“

სტუდენტური პროექტის „პლანეტა რიდმორის“ მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზებს მიიღებენ: პირველი ადგილის მფლობელი ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დასაჩუქრდება, მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი - 1000 ლარს, ხოლო მესამე ადგილოსანი - 500 ლარს მიიღებს.

შემეცნებითი კონკურსი ყოველწლიური პროექტია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეოთხედ ჩატარდება. 2014-2015 წლებში პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო. სამი წლის განმავლობაში პროექტში მონაწილეობა 1800-მა სტუდენტმა მიიღო. პროექტის მსვლელობისას ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს ვიქტორინები და წამახალისებელი კონკურსები, წაკითხული წიგნების შესახებ იმართება საჯარო ლექციები და განხილვები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42