თსუ-ში აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა
საზოგადოება - 18:54, 26 Mar, 2018     1680

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გამართა. ღონისძიების მონაწილეებმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებები წაიკითხეს. სხდომას თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის ცირა ბარამიძის განცხადებით, ენათმეცნიერმა არნოლდ ჩიქობავამ ქართველურ-კავკასიოლოგიურ სკოლას ჩაუყარა საფუძველი. „არნოლდ ჩიქობავა არის დიდი ენათმეცნიერი, თეორეტიკოსი. ის არის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ავტორი და ფუძემდებელი. დღევანდელი ღონისძიებები სწორედ მისი დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება. ეს საიუბილეო წელია, ამ წელს დაგეგმილია ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მატ შორის, საერთაშორისო, საენათმეცნიერო სიმპოზიუმი შემოდგომაზე,“ - აღნიშნა ცირა ბარამიძემ.

თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ ჩუხუას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ენათმეცნიერების ინსტიტუტმა მოახერხეს არნოლდ ჩიქობავას სამეცნიერო მემკვიდრეობის თითქმის ბოლომდე გამოცემა. „არნოლდ ჩიქობავა არ იყო მხოლოდ ქართველური და კავკასიური მასშტაბის ლინგვისტი. ის არის მსოფლიო მეცნიერების ერთ-ერთი კორიფე, რომელმაც მეოცე საუკუნის ლინგვისტიკაში ახალი პარადიგმა შექმნა. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი დამსახურება,“ - აღნიშნა თსუ პროფესორმა.
საიუბილეო სხდომის ფარგლებში, მოეწყო არნოლდ ჩიქობავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და არნოლდ ჩიქობავას შრომებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სამენოვანი ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანის“ პრეზენტაცია. მოეწყო დოკუმენტური ფილმის "აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა“ დემონსტრირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42