„მკვლელობამდე ეს არაკაცი 5 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, ჩემმა ვაჟმა დამირეკა და მითხრა, მოსულია და გელოდებაო. ნოდარს ვუთხარი, რომ ღამის 2 საათამდე სახლში ვერ მივიდოდი და მომდევნო დღეს დავიბარე. შეთანხმებისამებრ მეორე დღეს დილით მოვიდა, თუმცა ჩაფიძის კლინიკაში, მეგობარი უნდა დამეწვინა, ამიტომ საუბარი ვერ მოვახერხეთ, სახლიდანაც ერთად გავედით. ლიფტში მთხოვა „სელფის“ გადაღება, რაზეც უარი ვუთხარი, ამის შემდეგ რომელიღაც სართულზე გააჩერა - ხელთათმანი დამრჩა შენთან, ავბრუნდები და წამოვიღებო. მაშინაც მარტო იყო ნოდარი და კარგად იციდა რომ ეძინა. ვფიქრობ, პირველ სართულზე იმიტომ არ ჩამომყვა, რომ ეშინოდა ჩემს მეგობარს არ დაენახა, რომელიც სადარბაზოში უკვე მელოდებოდა.
7- ში ძალიან ადრე მოვიდა, მისი შემოსვლიდან დაახლოებით 2 წუთში ელექტროენერგია გაითიშა. დერეფანში ორჯერ გავედი, მეგონა ჩამიჭრეს, რადგან თანხის ნაწილი მქონდა გადახდილი, მერე გამახსენდა რომ გადახდის დრო მომდევნოი დღეს, 8 თბერვალს მეწუებოდა, სწორედ ამის შესამოწმებლად გავედი ჩემს საძინებელში. როგორც კი გამოვედი საძინებლიდან, სამზარეულოს კარებთან იდგა იარაღით ხელში და მაშინვე გულში მესროლა. წამიერად თვალს დამიბნელდა, თუმცა გონება არ დამიკარგავს, გარეთ გავვარდი და ყვირილი დავიწყე: სახლში მკვლელიათქო. სახლში შებრუნებულს ნოდარი სამზარეულოს იატაკზე იწვა, ეტყობა წააქცია, ეს არაკაცი თავზე იარაღით ედგა. ბავშვი როგორც ჩანს, გასროლის ხმაზე გამოვარდა. მისთვის დამიზნებული პირველი ტყვიაც არ გავარდა. პირადად მე სკამის საშუალებით მოვაშორე მკვლელი ჩემს ვაჟს და ისევ გარეთ გავვარდი, ვიფიქრე მე გამომყვება, რადგან ისევ ცოცხალი ვიყავი, თუმცა არ გამომყოლია. როგორც ადგილზე ნანახი სურათიდან ირკვევა, ამის შემდეგ ნაომრები არიან მისაღბ ოთახში. სულ სამად-სამი ტვიაა გასროლილი. ერთი: რომელიც მე მესროლა, მეორე: ეტყობა ჩემი შვილი ხელს უჭერდა და სხვა მიმართულებით, იატაკშია ნასროლი, და მესმე, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა - ტყვია მარჯვენა მხარეს არქვს გავლილი ფილტვით და საძილე არტერიით...შემდეგ არის ჩემი ვაჟი თავის საძინებელში შევარდნილი, სადაც გაფორმებული „ვინჩესტერი“ ჰქონდა, თუმცა მისი გადმოღებაც კი ვერ მოასწრო“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






