"ისთერნ ფრომოუშენმა” ჯაზფესტივალის წლის გეგმა წარადგინა. წელს პირველად, საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, ბათუმში, კახეთსა და რუსთავში ჩატარდება.
რიგით 21-ე თბილისის ჯაზფესტივალი ოქტომბრის ნაცვლად აპრილში ჩატარდება და კონცერტები 28-30 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ 1tv წერს.
თბილისის ჯაზფესტივალზე გაიმართება Miles Elecrric Band-ის , ამერიკული ჯაზ ტრიო Bad Plus-ისა და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფის Natural 7-ის კონცერტები.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 19-22 ივლისს ჩატარდება. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი როკის ლეგენდა რობერტ პლანტი იქნება. იგი მსმენელის წინაშე ფესტივალის პირველ დღეს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე წარდგება. ბათუმის ჩოგბურთის კლუბი კი Trombone Sgorty-ს , რობერტ გლასპერის, ტეილორ მაქფერნის, ქრისტიან სკოტისა და ტერაე მარტინის კონცერტებს უმასპინძლებს. შავი ზღვის ჯაზფესტივალი check in georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
21 -23 სექტემბრის ფარგლებში მეორედ ჩატარდება წელს ფესტივალი Jazz and Wine Kakheti, სადაც კონცერტებთან ერთად დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ეს ფესტივალიც Check In Georgiaს ფარგლებში ჩატარდება.
პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 21 აპრილიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები