რატომ არ შეიძლება პროექტის მიღება - გენგეგმის „მარტის თეზისები“
საზოგადოება - 13:39, 26 Mar, 2018     3033
ფინიშამდე მთლად დათვლილი წამები არა, მაგრამ დათვლილი საათები რჩება: თბილისის მერიამ, უნდა თუ არა, განაჩენი უნდა გამოუტანოს „სითი ინსტიტუტის“ მიერ შექმნილ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას, თუმცა ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ავტორები იმდენად შეუვალნი არიან, რომ ოპონენტებს, როგორც ასეთი, არათუ არ უსმენენ, უბრალოდ არ აღიარებენ, იმიტომ რომ, მათივე განცხადებით, მხოლოდ მათ მიერ შექმნილი გენგეგმა იხსის თბილისს გარდაუვალი ჩაბეტონებისგან (ჯვარი გვწერია და პირი ქვისკენ მიქნია!), მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩაბეტონებული თბილისის ერთი მონაკვეთი (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ავტორი გენგეგმის პროექტის ერთ-ერთი ავტორიცაა).


ხოლო, რადგან თვით მზესაც კი აქვს ლაქები და შეუმცდარი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი თუ იქნება („სითი ინსტიტუტი საქართველო“ კი, წესითა და რიგით, ღმერთის წარმომადგენელი არ უნდა იყოს ამ ცოდვილ მიწაზე), ჯერ გავეცნოთ მათსავე არგუმენტებს, თუ რატომ არ უსმენენ არავის საკუთარი თავის გარდა და რატომ დაასკვნეს, რომ შეუმცდარი ერთადერთები არიან.

„სითი ინსტიტუტის“ ვერსიით, გენგეგმის პროექტი შეიძლება, არ მოწონდეს და მის ჩაგდებას ცდილობდეს ის, ვინც დედაქალაქში ქაოსური მშენებლობების დასრულებით არ არის დაინტერესებული და „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ურჩევნია";

რეალურად: ქაოსური მშენებლობებს გენგემის პროექტი ვერაფრით ასრულებს, ვინაიდან გენგეგმის მასშტაბი არ იძლევა ამის საშუალებას და მასშტაბის უვარგისობას აღიარებს თავად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი.

„სითი ინსტიტუტის“ ვერსიით, „გენგეგმის პროექტი შეიძლება, არ მოწონდეს და მის ჩაგდებას ცდილობდეს ის, ვინც ამ პროექტის შესაჩერებლად სოლიდური ფული გადაიხადა - თბილისი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი ზედმიწევნით ვიცით.“

რეალურად: თბილისი პატარა ქალაქი არ არის და არავინ არაფერი იცის, სანამ არ დაამტკიცებ, ცილისწამება კი თავის გამართლების საშუალებაა (ოღონდ უვარგისი) და იმისიც, რომ არგუმენტი არ გაქვს, იმას გარდა, რომ კუდიანებზე ინადირო. რაც მთავარია, რაკი გენგეგმის პროექტი დაიწუნეს ფრანგმა და ბრიტანელმა საერთაშორისო ესპერტებმა, ისევე, როგორც მას აკრიტიკებენ ადგილობრივი სპეციალისტებიც და პოლიტოლოგებიც, ამ ბრალდების ლოგიკით, გამოდის, რომ ყველანი მოსყიდულები და თბილისის მტრები არიან, ცხადია, „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მისი ლობისტების გარდა.

„სითი ინსტიტუტის“ ვერსიით გენგეგმის პროექტი შეიძლება, „არ მოწონდეს და მის ჩაგდებას ცდილობდეს ის, ვინც მერიის მიერ ამ პროექტის მიღებისას, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ კონკურენტი იყო და ბუნებრივია, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ;“

რეალურად: იმ მარტივი მიზეზით, რომ მერიის კონკურსში მონაწილეობას იღებდა ამ დარგის თითქმის ყველა სპეციალისტი, ცხადია, რომ მათ გარდა უბრლოდ არავინაა, ვისაც შეუძლია ამ საკითხის პროფესიული შეფასება.

„სითი ინსტიტუტის“ ვერსიით, „გენგეგმის პროექტი შეიძლება, არ მოწონდეს და მის ჩაგდებას ცდილობდეს ის, ვისაც უბრალოდ, არ აქვს წაკითხული დოკუმენტი და არ იციან მისი მნიშვნელობა.“

რეალურად: რადგან დოკუმენტი, მართლაც, არ წაუკითხავს უმეტესობას (რითაც მეტად მოხერხებულად სარგებლობენ გენგეგმის პროექტის ავტორები, თავად განსაჯთ – 1 200 გვერდწაკითხვა შრომატევადი რამაა) და დიდი ეჭვი მაქვს, არც ამ თეზისების ავტორს მოუკლავს თავი, მაინცდამაინც, კითხვით, შემოგთავაზებთ საკითხებს, რომლებსაც საერთოდ არ ახსენებს საქართველოს დედაქალაქისა და გეოპოლიტიკური ცენტრის – თბილისის გენერალური გეგმის პროექტი (მეტიც, არც კი აღნიშნავს თბილისის ამ ფუნქციებს და მისი განვითარება არც ქვეყნის კონტექსტშია განხილული და რეგიონის კონტექსტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ოკუპაციის ფაქტი კი, თუ როგორ შეძლებს დედაქალაქი დედაქალაქობას, თუ აი, ერთ არამშვენიერ დღეს ოკუპანტი ამ ჩვენს ცენტრალურ ტრასას გადაკეტავს, უბრალოდ იგნორირებულია).

მაშ, ასე, დავიწყოთ:

* გენგეგმის პროექტი არ ეფუძნება არანაირ კვლევებსა და გათვლებს. რეკომენდაციები გაცემულია იმპერატიული ტონით, თან არ ახლავს დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგის დადებითი და უარყოფითი მხარეები და არ არის დათვლილი სუფთა სარგებელი: ანუ ის, რაც რჩება პლუსებისა და მინუსების შეპირისპირებით;

* გენგეგმის პროექტს თან არ ახლავს ფინანსური დასაბუთება, თუ რა თანხა დასჭირდება მის განხორციელებას, მაშინ, როდესაც მეტად ამბიციურ ინიციატივებს სთავთაზობს დედაქალაქს: 12 საბაგიროსა და მეტროპოლიტენის ახალ-ახალი ხაზების ჩათვლით (ცნობისტვის: მეტროპოლიტენის ერთ სადგურს სახელმწიფო 25 წელს ასრულებდა, თუმცა სამუშაოების მეტი ნაწილი საბჭოთა დროსაა შესრულებული).

* გენგეგმის პროექტი საერთოდ არ ახსენებს თბილისის მიწისქვეშა კომუნიკაციებს, თუმცა დედაქალაქის საკანალიზაციო ქსელი და სანიაღვრე სისტემა ამორტიზებულია და არ სახავს ღონისძიებებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაშინ, როდესაც სავსებით რეალურია საკანალიზაციო ქსელის ამოხეთქვა.

* გენგეგმის პროექტი დედაქალაქს სთავაზობს ახალი მაგისტრალებისა და ხიდების მშენებლობას ყოველგვარი სატრანსპორტო კვლევის გარეშე და აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კვლევა ძვირად ღირებულია და არსებული ბიუჯეტით მას ვერ ჩაატარებდნენ (კვლევის ჩატარების რეკომენდაციას მერიას აძლევენ). მეტიც, რომ დედაქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვა მათი ფუნქცია არ იყო;

* გენგეგმის პროექტი ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებს, რომლის ცდომილებაც, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, 2014 წლის აღწერის მონაცემებთან 700 000 კაცია. შესაბამისად, მცდარადაა ნავარაუდები თბილისის მოსახლეობის მოსალოდნელი ზრდა ან კლება და ამის მიხედვით ქალაქის მომავალი განვითარების დაგეგმვა.

* გენგეგმის პროექტი არ ითვალისწინებს თბილისის, როგორც დედაქალაქის ფუნქციას.

* გენგეგმის პროექტს არ დაუთვლია თბილისისკენ და თბილისიდან მოსახლეობის ყოველდღიური ნაკადები და, აქედან გამომდინარე, არ შეუდგენია დედაქალაქის სატრანსპორტო სქემა.

* გენგეგმის პროექტის რუკაზე არ არის დატანილი ყოფილი სასაფლაოებისა თუ მავნე ნივთიერებათა სამარხების ადგილმდებარეობა, რაც შესაძლოა, იქცეს ინფექციის გავრცელების წყაროდ (ის ტერიტორიები შესაძლებელია მშენებლობებისთვის გაიცეს).

* გენგეგმის პროექტის მწვანე კონცეფცია შემუშავებულია ეკოლოგიური კვლევების გარეშე და მწვანე არეალები მონიშნულია სუბიექტური მოსაზრებებით და არის გამყარებული გათვლებით (ცნობისთვის: მწვანე ნარგავებს არა მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქცია აქვს, არამედ ხმაურის ჩამხშობიც).

* გენგეგმის პროექტი ითვალისწინებს მტკვრის სანაპიროზე დასასვენებელი ზონების მოწყობას ისე, რომ არც კი განიხილავს მტკვრის გაწმენდის ვარიანტსა და შესაძლებლობას (მტკვარში საკანალიზაციო წყლის მხოლოდ მეოთხედი იწმინდება მექანიკურად გარდაბანში, სამი მეოთხედი ნიადაგში იჟონება ან პირდაპირ მტკვარში ჩაედინება).

* გენგეგმის პროექტი სუბიექტურად, დასაბუთების გარეშე ცვლის ფუნქციურ ზონალობებს თბილისში და ხელყოფს კერძო საკუთრების უფლებას, ეფემერული საჯარო ინტერესის სასარგებლოდ.

* გენგეგმის პროექტი თბილისის მერიას აქცევს ჩიხში, რადგან, ექსპროპრიაციის შესახებ მოქმედი კანონით, სახელმწიფო ვალდებულია, სასამართლოში დაასაბუთოს კერძო საკუთრების საჯარო ინტერესის მოტივით ჩამორთმევა და მესაკუთრეს უნდა გადაუხადოს საკუთრების საბაზრო ღირებულება (გენგეგმის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საერთო ჯამში, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა მოუწევს დედაქალაქის მერიას).

* გენგეგმის პროექტი არ ითვლის რამდენი სკოლამდელი დაწესებულება, სკოლა, ჯანდაცვის პირველადი და სამედიცინო დაწესებულებაა აუცილებელი თბილისის ამა თუ იმ რაიონში (ან კი როგორ დაითვლის, როდესაც 2002 წლის აღწერის მონაცემებს იყენებს?!), თუმცა ავითარებს დედაქალაქის პოლიცენტრულობის იდეას.

* გენგეგმის პროექტი არ ითვალისწინებს ხანძრის პრევეციულ ღონისძიებებ, არც მწვანე ნარგავების, არც სხვა ობიექტების.

* გენგეგმის პროექტი არაფერს ამბობს მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის პრევენციაზე (რაც თბილისის გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, სავსებით რეალურია).

* გენგეგმის პროექტი არ განიხილავს სამოქალაქო თავდაცვას, როგორც ასეთს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია და საოკუპაციო ჯარი დგას თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში.

* გენგეგმის პროექტი დაჟინებით განიხილავს თბილისის შემოვლითი რკინიგზის იდეას, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სარკინიგზო დერეფანსა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ასუსტებს საქართველოს რკინიგზას და აფერხებს საქართველოს მიერ საერთაშორისო ფუნქციის შესრულებას.

* გენგეგმის პროექტი ეჭვქვეშ აყენებს ანაკლიის პორტის პროექტს.

* გენგეგმის პროექტი აძვირებს გადაზიდვების ტარიფსა და დროს საქართველოს რკინიგზით, რითაც დიდი აბრეშუმის გზის საქართველოს მონაკვეთს ხდის არაკონკრუენტუნარიანს რუსეთის სარკინიგზო დერეფნის სასარგებლოდ.

* გენგეგმის პროექტი საფრთხეს უქმნის საქართველო-ევროპის დამაკავშირებელ პირდაპირ სარკინიგზო მაგისტრალს.

* გენგეგმის პროექტი უხეშად განკარგავს კერძო საკუთრებას და გვთავაზობს ბიზნესების გადანაწილების ახლებურ სქემას.

* გენგეგმის პროექტი, რომელიც, კონკურსის პირობების თანახმად, არის ძველი გენგეგმის განახლებული ვერსია, ისეთი ფორმითაა დაწერილი, რომ თბილისის საკრებულოს წევრები ვერ შეძლებენ მის განხილვას. არ არის მითითებული, რა შეიცვალა ძველი გენგეგმიდან და რა დარჩა უცვლელი.

ეს მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია იმ ხარვეზების, რომელიც თვალშისაცემია გენგეგმის პროექტის დილეტანტი მკითხველისთვისაც კი, თუმცა, ამის მიუხედავადაც, „სითი ინდტიტუტი“ დაჟინებით მოითხოვს კახა კალაძისგან ამ დოკუმენტის მიღებას იმ მოტივით, რომ დედაქალაქის წინა მმართველობა სამი წლის განმავლობაში ჩართული იყო გენგეგმის პროექტის მუშაობაში და იწონებდა მას.

თუ გავიხსენებთ, რომ დედაქალაქის წინა მმართველობამ „ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაციაც მოიწონა (და კიდევ ბევრი რამ, რაც სავალალოდ დასრულდა), მაგრამ მეტროსადგურში ჭერი ჩამოიქცა, სავალალო ის იქნებოდა, დედაქალაქის ამჟამინდელ მმართველობას წინა მმართველობის მსგავსად კვერი დაეკრა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენგეგმის პროექტისთვის.

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42