ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა
საზოგადოება - 14:09, 25 Mar, 2018     2064

ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე.

“მაქვს წინადადება, მშვიდობიანობის დროს ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ეს პარკი იყოს მათი სახელობის. უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი სახელწოდებასთან და მემორიალთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი გმირი გვყავს ჩვენ, ვინც ოკუპაციას შეეწირა ომში, მაგრამ ძალიან დიდი უბედურება და კატასტროფაა ის, რომ მშვიდობიანობის დროს ოკუპაციას ეწირებიან ადამიანები. ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად ამ ადამიანებს სჭირდება დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზეფონიჭალაში მდებარე პარკში გამწვანების სამუშაოებიმიმდინარეობს. დაახლოებით, 8 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პარკის მშენებლობა კრწანისის გამგეობამ გასულ წელს დაიწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, მოეწყო ბილიკები და გამწვანების მასშტაბური თარგები, სადაც 15 სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი მცენარეებიც დაირგო, გაკეთდა შადრევანი.

ფონიჭალაში დღეს თბილისის მერთან ერთად კრწანისის რაიონის გამგებელი, მერის მოადგილეები, საკრებულოს და პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42