წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა
საზოგადოება - 12:20, 24 Mar, 2018     1940
2018 წლის 17 მარტს, ირლანდიური დღესასწაულის, წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიაში „Global Greening” თბილისის მონაწილეობამ დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმის “EPIC – The Irish Emigration Museum” განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კერძოდ, მუზეუმმა თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძის ამსახველი ფოტო შეიტანა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში, რომელიც კამპანიის „Global Greening” ფარგლებშიმსოფლიოს მასშტაბით მწვანედ განათებულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს „Global Greening”-ის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს 49 ქვეყნის 300-ზე მეტი ღირსშესანიშნაობა განათდა მწვანეფერში, თუმცა მუზეუმმა მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შეარჩია მუდმივმოქმედი გამოფენისათვის, მათ შორის თბილისის სატელევიზიო ანძა.

აღსანიშნავია, რომ წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს კამპანია „Global Greening” მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათებას გულისხმობს, რაცირლანდიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა. თბილისი, როგორც დუბლინის პარტნიორი ქალაქი, 2015 წლიდან ჩაერთო აღნიშნულ გლობალურ კამპანიაში და წელს უკვე მეოთხედ მოხდა ირლანდიურდღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის განათება მწვანე ფერში.

დუბლინის “EPIC” მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძის ფოტოს განთავსება სასიხარულო მოვლენაა და იგი ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენიქვეყნის პოპულარიზაციას. ამასთან, “EPIC – The Irish Emigration Museum” დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქციულ მუზეუმს წარმოადგენს დაგასული წლის განმავლობაში 90 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძის მწვანედ განათება ასევე გააშუქა ირლანდიის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ „Tourism Ireland”, საკუთარი ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიისმეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42