2013 წლის შემდეგ „ვარკეთილი 96-ის“ მეწილეებს ფინანსურ დოკუმენტაციასთან წვდომა დაუბლოკეს. თანხის მითვისებაში ისინი პირდაპირ ბაზრის ყოფილ დირექტორს, ოთარ პირველს ადანაშაულებენ, რომელიც ამ საქმეზე ერთი წლის წინ დააპატიმრეს და გაათავისუფლეს.
"ვარკეთილი 96-ის" მეწილეები ამბობენ, რომ მათ მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის მსგავსად, დაპირისპირება აქვთ ბაზრის ყოფილ დირექტორთან, ოთარ პირველთან.
უკვე მესამე დღეა პოლიცია 68 წლის ბიზნესმენის, ვარკეთილის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელის, ნუგზარ კახიძის მკვლელს ეძებს. მკვლეობის ვერსია რაზეც გამოძიება მუშაობს ბიზნეს წილების გამო დაწყებული დავაა.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახის სახელით დღეს განცხადება ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა. მან დაადასტურა, რომ მოკლულ კახიძეს ბიზნესპარტნიორებთან დავა ჰქონდა.
,,მკვლელობამდე ჩვენ ვართ ერთი ნაბიჯით. ჩვენ გვჭირდება დაცვა სახელმწიფოსგან. თავიანთი დაჯგუფება აქვთ უმრავლესობას და თავიანთ ბიზნესს თვითონ მფარველობენ და ჩენსასაც დაეპატრონენ" - აცხადებს "ვარკეთილი 96-ის" მეწილე იამზე ქავთარაძე
მასალის გამოყენების პირობები






