ქეთევან გუნდიშვილის თქმით, შვილის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ დღეს, ქართველი სამართლდამცვეებისაგან შეიტყო. გატაცებულის დედა ამბობს, რომ შვილს გუშინ ტელეფონით მას შემდეგ ესაუბრა, რაც ოკუპანტებმა დაკავებულები ოკუპირებული ზემო არცევის სამხედრო ბაბზაზე გადაიყვანეს.
,,დაგვირეკა არცევის ბაზიდან, აქ ვარო და გადაგვიყვანენ ცხინვალშიო. ცხინვალიდან აღარაფერი არ ისმის. დღეს გაჟღერდა ინფორმაცია სამართალდამცველების მხრიდან, ნახევარი საათის წინ იყვნენ მოსულები და მითხრეს გამოუშვებენო. ძალიან ვნერვიულობ, ცხინვალში რაც მოხდა იმის მერე ყველა დედა განიცდის. იმედია ჩემს შვილს მალე დამიბრუნებენ. მადლობა სამართალდამცველებს, ასე კარგად რომ მუშაობენ“-აცხადებს ქეთევან გუნდიშვილი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვიდან იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული გუშინ, დღის საათებში დააკავეს.
ახალგაზრდა მამაკაცები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოსალოცად იმყოფებოდნენ. სოფელი აძვი ოკუპირებულ ზემო არცევს ესაზღვრება სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული და საიდანაც მშვიდობისანი მოქალაქეების გატაცებები განსაკუთრებით ხშირია.
მასალის გამოყენების პირობები






