გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია - „ენერგო-პრო ჯორჯია“
საზოგადოება - 13:13, 23 Mar, 2018     1597
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება გუდაურში ძაბვის ვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია.

"სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში ავარიულ გათიშვას ან ძაბვის ვარდნას კომპანიის ქსელში ადგილი არ ჰქონია. ამის დასადასტურებლად, ისიც საკმარისია, რომ გუდაურში არსებულ არცერთ საბაგიროზე, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება მთელი დღის განმავლობაში არ მომხდარა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ შედგენილი პირველადი დასკვნა შესაძლოა გულისხმობდეს საბაგირო გზების შიდა, ლოკალურ ელექტროქსელში დაფიქსირებულ რაიმე სახის ხარვეზს, თუნდაც ძაბვის ვარდნას. თუმცა, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ლოკალურ ქსელში არსებულ ხარვეზზე ინფორმაცია არ გააჩნია და ვერც ექნება იმ მიზეზის გამო, რომ არ ახორციელებს აღნიშნული ქსელის ექსპლუატაციას, შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი მის გამართულ ფუნქციონირებაზე.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გამოთქვამს მზადყოფნას, ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ 16 მარტს გუდაურის საკურორტო ზონაში ელექტრომომარაგების კუთხით შეფერხებას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42