მასწავლებელი თათია ლაბაძე ლექციებზე შვილთან ერთად დადის
საზოგადოება - 13:04, 23 Mar, 2018     1899

3 თვის ალექსანდრეს დედა, 32-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი და ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტი თათია ლაბაძე, ლექციებზე შვილთან ერთად დადის. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

თათია ლაბაძემ მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხმძიმედ იყო. ფიქრობს, რომ პროგრამის დასრულებასთან ერთად მისი პატარაც გაიზრდება და უფროსი მასწავლებლის სტატუსსაც მიიღებს.

„არ დავკარგე ერთი წელი. თუ გავჩერდებოდი და ფეხმძიმე არ ვივლიდი, ერთი წელი პროფესიულ წინსვლისთვის დამაკლდებოდა. ახლა კი ყველაფერი მექნება: პატარასაც გავზრდი და უფრო მასწავლებლის სტატუსიც მექნება", - ამბობს თათია ლაბაძე.

რაც შეეხება ლექციებზე ბავშვთან ერთად სიარულს, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ შაბათობით აქვს უნივერსიტეტში ლექციები, თან დილიდან საღამომდე. ამდენხანს კი ვერც ბავშვთან განშორებას აიტანდა და ლექციების გაცდენაც ცუდად იმოქმედებდა მის აკადემიურ მოსწრებაზე. სხვა ვარიანტზეც ფიქრობდა, რომ ლექციის შუალედებეში მამიკო მოიყვანდა ბავშვს საჭმელად და შემდეგ ისევ უკან წაიყვანდა, თუმცა ალექსანდრე ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ დედას არც სწავლის პროცესში უშლის ხელს და რაც მთავარია, თვითონაც ძალიან მშვიდად გრძნობს მასთან ერთად ლექციებზე თავს.

„ბუნებრივ კვებაზე არის და არ მინდოდა, მთელი დღე ყოფილიყო ხელოვნურზე. მეორე იმიტომაც, რომ არ მინდა, მთელი დღე მოშორებული ვიყო ბავშვს. დილის 9-საათიდან საღამოს 7- საათამდე მაქვს ლექციები. კიდევ იმიტომ, რომ ავირჩიე დევიზი „ბავშვი ყველგან“. თან ამაში თვითონ ბავშვიც მიწყობს ხელს", - ამბობს თათია ლაბაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42