„თუ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა, არაფრის მომცემი სია ყოფილა“ - გიგა ოთხოზორიას დედა
საზოგადოება - 12:12, 23 Mar, 2018     2070

ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ კომენტარს აკეთებს. როგორც ჯულიეტა ჭანტურიამ რადიო „პალიტრას“ განუცხადა, თუ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სიაა:

“თუ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში "მხოლოდ კანჯიოღლი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად ჩანს კადრში, რომ კანჯიოღლი მარტო არ არის, მას თან ახლავს სამი პირი, რომლებიც ისეთივე დამნაშავეები არიან ჩემი შვილის სიკვდილში, როგორც უშუალოდ შემსრულებელი, მკვლელი. კადრში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შედგა ერთ-ერთი მათგანი ტყვიით დაცხრილულ ჩემს შვილს. თუ მარტო მსჯავრდებული შევა სიაში, მაშინ ეს სია არაფერი ყოფილა. მე მეგონა სიაში შევიდოდნენ იმ დღეს პასუხისმგებელი მორიგე პირები. თუ ეს სია გავა საერთაშორისო დონეზე და ისინი იქნებიან დაინტერესებული, რომ ვიღაცა მართლა დაისაჯოს, ძალიან ადვილი დასადგენია, ვინ იყო იმ დღეს პასუხისმგებელი, რატომ იდგა საზღვარზე გალეშილი მესაზღვრე, რატომ ჰქონდა მას უფლება ჩვენს მიწაზე გადმოსულიყო ყოველგვარი შიშის გარეშე. მე მეგონა ეს პირები შევიდოდნენ, თორემ მესაზღვრე კანჯიოღლის გინდა სანქციები დაუწესეთ და რაც გინდათ. მაგას სახლ-კარი არ აქვს, ერთი გარეწარი ვინმეა. მინისტრს ჰგონია რამეს მოიტანს მისი დასჯა?! იმედიანად ვიყავი, როცა დავინახე, რომ ოპოზიცია და პოზიცია შეთანხმდნენ. თუ მხოლოდ კანჯიოღლი უნდა დაისაჯოს, ჩანასახშივე მკვდარი ყოფილა ეს სია“, - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42