15 წლის მანანა ღვინჯილია ღვიძლის დაავადებისგან იტანჯება
საზოგადოება - 19:47, 22 Mar, 2018     2403

მშობელს არაფერი ისე არ უკლავს გულს, როგორც შვილის ავადმყოფობა. რა წარმოუდგენელი სულიერი ტკივილი ეუფლება ამ დროს ადამიანს, რომლიც ათვითცნობიერებს, რომ სრულიად უძლურია და ვერაფრით შველის მისთვის ყველაზე საყვარელ არსებას, მათ შორის ვერც საკუთარი სიცოცხლის გაღებით...თუმცა, ფარხმალის დაყრა გამოსავალი არ არის. საჭიროა თავდაუზოგავი ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის!

15 წლის მანანა ღვინჯილია ღვიძლის დაავადებისგან იტანჯება. 7 წლის წინ ბავშვი უცებ ცუდად გახდა, დაკარგა გრძნობა და ძირს დაენარცხა. როდესაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმები დიდხანს იკვლევდნენ თუ რა სჭირდა მანანას, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მისთვის დიაგნოზის დადგენა და ძვირადღირებული მკურნალობის დანიშვნა.

ღვინჯილიების დიდ ოჯახს ერთი წუთითაც კი არ უფიქრია ხელის ჩაქნევა და „მოლოდინის“ რეჟიმში ყოფნა. სასწრაფოდ გაყიდეს საკუთარი სახლი და თანხა მანანას მკურნალობას მოახმარეს. დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ მიუვალ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. უფრო სწორად, თავი შეაფარეს წინაპრების ნახევრად დანგრეულ, პატარა ფიცრულ სახლს. მანანა კი მამამ თბილისში წაიყვანა, რათა სასწრაფოდ დაეწყოთ გოგონას მკურნალობა.

„მზად ვარ სიცოცხლე გავწირო შვილისთვის, მაგრამ ახლა მე მას ყველაზე მეტად ვჭირდები. ღმერთს ვევედრები, რომ ჩემი გოგონა ფეხზე დადგეს.“, - ამბობს მანანს მამა იაგო, რომელიც ქალიშვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს. მანანას ორგანიზმი რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო სუსტდება და გამუდმებულ ყურადღებას ითხოვს. იაგო ვერ იწყებს მუშობას, რადგან ვერ ტოვებს შვილს მარტო. თუ სადმე ორი კაპიკი იშოვა, ყველაფერი შვილის სპეციალურ კვებაზე და მედიკამენტებზე იხარჯება, თავად კი ხშირად მშიერი რჩება.

მანანას დედა ვერ ჩამოდის ხშირად შვილის სანახავად, რადგან ვერც ბავშვებს ტოვებს მარტო და არც ტრანსპორტის ფული აქვს.

ამასწინათ მანანა ისე შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფოდ დასჭირდა ოპერაცია. ღმერთის წყალობით იგი გადარჩა, თუმცა უამრავი ახალი ძვირადღირებული მედიკამენტი დაუნიშნეს, რომლის შეძენა მის ოჯახს არ შეუძლია.

მეგობრებო, მოდით შევიდეთ მათ მდგომარეობაში და არ მივცეთ ავადმყოფობას იმის საშუალება, რომ ხელიდან გამოსტაცოს მშობლებს ეს ბავშვი!

თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მანანა ღვინჯილიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანანა ღვინჯილია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/297-gvinjilia/

აკეთე სიკეთე და იცხოვრე სიყვარულში!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42