ყველასგან განკიცხულნი - ჩალიგავების ოჯახი სასწრაფო შველას ითხოვს
საზოგადოება - 19:41, 22 Mar, 2018     17765

შეუძლებელია, ამ ფოტოს ტკივილით რომ არ შეხედო, ხოლო თუ თქვენ თავად მოინახულებთ ამ გოგონებს, გაოგნდებით ნანახით! იქ ისეთი რთული მდგომარეობა სუფევს, რომ გული მოგიკვდებათ. ეს არის აბსოლუტური სიღარიბე სასოწარკვეთის ფონზე! ჩალიგავების ოჯახი სასწრაფო შველას ითხოვს, თუმცა დახმარების ხელი ჯერ არავის გაუწოდებია...

24 წლის ასმათი და 17 წლის თინათინი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემებით დაიბადნენ. სამწუხაროდ, მათ მშობლებს არ გააჩნდათ მატერიალური საშუალება, რომ ემკურნალათ ბავშვებისთვის, მიეცათ მათთვის სპეციალური განათლება გარე სამყაროსთან ურთიერთობის დასამყარებლად.

ამ გოგონების ცხოვრება ტკივილით და სევდით არის სავსე. ღმერთმა აშოროს ყველას ის მწარე ბედი, რაც მათ ერგოთ.

ჩალიგავების ოჯახი ფოთთან ახლოს ცხოვრობს საშინელ პირობებში. თუ მათ ადგილზე იხილავთ, თავს ცრემლებისგან ვერ შეიკავებთ. უბრალოდ, წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ეს ადამიანები ასეთ უმძიმეს ყოფას. სოციალური შემწეობა მხოლოდ ელემენტარულ საკვებზე ჰყოფნით, ძვირადღირებულ წამლებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც ასე ჰაერივით სჭირდებათ, ვერ ყიდულობენ.

ასმათი და თინათინი ძალიან მოსიყვარულე გოგონები არიან. თუ ათასში ერთხელ ვინმე მოინახულებს, ისინი მზად არიან ჩაეხუტონ მას და ადამიანური სითბო იგრძნონ... მაგრამ სამწუხარო ის არის, გოგოებს, ფაქტიურად, ყველა გაურბის, ახლობელიც და შორეულიც, არავინ აკითხავს და არავის სურს მათთან ურთიერთობა...მართლაც, რომ ძალიან ცუდი ფაქტია!

„ღმერთს შევთხოვ, რომ გადმოგვხედოს და შეუმსუბუქოს ჩემს ქალიშვილებს ცხოვრება“, - ამბობს ასმათის და თინათინის დედა, რომელიც ლამის სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ კარგავს გადარჩენის იმედს!

საცხოვრებელში, პრაქტიკულად, არაფერია მთელი. ყველაფერი - ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, თეთრეული ...არის ძველი და გამოუსადეგარი. იატაკი დიდი ხანია დალპა, ხოლო სახურავიდან წვიმა თქეშით მოედინება... ერთი სიტყვით, აბსოლუტური სიღარიბე სუფევს!

თუ ამ ადამიანების ცხოვრებაში გამოჩნდება დამხმარე ხელი, ეს იქნება უზარმაზარი ბედნიერება მათთვის. დიახ, ასმათს და თინათინს, ასევე მათ შეჭირვებულ ოჯახს, სჭირდებათ: წამლები, პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ნივთები, თეთრეული... მათი ცხოვრება ახლა ბეწვზე ჰკიდია და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის მეშვეობით იგი არ გაწყდება!

მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ჩალიგავების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ასმათ და თინათინ ჩალიგავები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/306-chaligava/

თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში!!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42