თსუ-ში პროფესორ გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 19:34, 22 Mar, 2018     1175
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფიის „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ღონისძიებას თსუ პროფესორებო, სტუდენტები, საქართველოს ისტორიითა და არაბული სამყაროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო გამოცემაა ბევრი თვალსაზრისით - უამრავი სიახლეა წარმოდგენილი. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები: ეგვიპტის სულთნების და დიდგვაროვნების ბრძანებები, სამეცნიერო კომენტარები. ძალიან საინტერესოა ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა წმინდა მიწაზე. მონოგრაფიას განსაკუთრებულად გამოარჩევს ის აკადემიზმი, ის სამეცნიერო სიზუსტე, რომელიც, ახასიათებს გოჩა ჯაფარიძეს,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„პროფესორ გოჩა ჯაფარიძისნაირი ადამიანები ქმნიან სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის იმიჯს. ამ მონოგრაფიას წარმატებით გამოიყენებენ მომავალი თაობები, სხვა დარგის სპეციალისტები,“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა.

წიგნის ავტორის, გოჩა ჯაფარიძის განცხადებით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იგი თვალ-ყურს ადევნებდა საქართველოს ისტორიის მასალებს არაბულ წერილობით და დოკუმენტურ წყაროებში: „ამ წიგნში შევძელი ადრე და ბოლო წლებში მოპოვებული მასალების თავმოყრა და რეალიზაცია. ნაშრომის მთავარი სიახლე არის გამოვლენა, სისტემატიზაცია და შესწავლა იერუსალიმის და სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავებში დაცული იმ არაბული დოკუმენტური წყაროებისა, რომელიც ეხება მამლუქთა და ოსმალთა ბატონობისდროინდელ პალესტინაში ქართული სამონასტრო ცხოვრების ისტორიას.“

ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია იერუსალიმის სხვადასხვა წიგნთსაცავებში დაცული ის არაბული დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეხება წმინდა მიწაზე (პალესტინაში) ქართველთა სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიას XI-XVII საუკუნეებში. ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს XIII-XVI საუკუნეების 32 არაბული დოკუმენტის (ეგვიპტის სულტნებისა და დიდმოხელეთა ბრძანებულებები, სასამართლო ოქმები და სხვ.) ტექსტის პუბლიკაცია ქართული თარგმანითა და კომენტარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42