მასტერკლასის თემა იყო „გაერთიანებული გუნდის ჩამოყალიბება და მასთან მუშაობის თავისებურებები“. მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ინფორმაცია თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის შექმნის შესახებ, განეხილათ მოყვარულ გუნდთან მუშაობის სირთულეები და მათი გადაჭრის გზები.
ასევე, მუსიკის მასწავლებლებლებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტ რუსუდან თაყაიშვილისგან ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე რესპუბლიკურ კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია და საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახელების აღმოჩენა.
ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე რესპუბლიკური კონკურსში მონაწილეობისათვის მუსიკის მასწავლებლებს მიენიჭებათ 0,5 კრედიტქულა.
მასალის გამოყენების პირობები






