22 მარტს, 16:00 საათზე, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ღია კარის დღეს მართავს, რომელსაც 2017 წლის კონკურსის ფინალისტი - ნათია ფურცელაძე წაუძღვება. საინფორმაციო ღონისძიებაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დასვათ სასურველი კითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
პროექტის წინა წლის ფინალისტი გაგიზიარებთ „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში“ მონაწილეობის გამოცდილებას და განგიმარტავთ სააპლიკაციო ფორმის შევსების პროცესს.
გელით ყველა დაინტერესებულ პირს ჩხეიძის 5 ნომერში, დასწრება თავისუფალია.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება.
''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი და „ლიბერთი“ ბანკი. ასევე, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
მასალის გამოყენების პირობები






