მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში შუალედური შეხვედრა და ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა. შეხვედრაში მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში განაწილებული 194 კონსულტანტ-მასწავლებელი მონაწილეობდა.
მასწავლებლებმა ტრენინგმოდულები „როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება“ და „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარება“ გაიარეს. ასევე, გაიმართა კონფერენცია, სადაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები, იმსჯელებენ სასწავლო პროცესის წარმართვის ახალ მიგნებებზე და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ჩატარებულ კვლევებსა და განხორციელებულ აქტივობებზე.
პროგრამის მონაწილეებს ცენტრის წარმომედგენლებიც შეხვდნენ, მოისმინეს მასწავლებლების მოსაზრებები და მათ კითხვებს უპასუხეს.
“აღნიშნული ტრენინგების გავლა ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის მონაწილეთათვის, როგორც მათი პროოფესიული განვითარებისთვის, ასევე, ეს მათ საშუალებას აძლევს დაეხმარებიან და იზრუნებენ ადგილობრივი პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზეც.“ - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ სკოლებში.
მასალის გამოყენების პირობები






