თბილისის გენგეგმა თუ „პანდორას ყუთი“
საზოგადოება - 18:24, 21 Mar, 2018     3645
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები არქიტექტურის სამსახურს 28 თებერვალს ჩაბარდა. საბოლოო შეფასება ამ დოკუმენტის 28 მარტს უნდა გახდეს ცნობილი. თუმცა 2,5 წლის განმავლობაში ნაჯახირებ დოკუმენტს 45 დღეში, რომ ვერ გადაქცევ შემოქმედების ნიმუშად, რომელსაც პრაქტიკული ღირებულება ექნება, ეს ყველასათვის ცხადია. ამას ისიც ემატება, რომ დოკუმენტის საბოლოო შეფასებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ მოწვეული ექსპერტები შეაფასებენ, რაც დიდი ალბათობით იმისი წინაპირობაა, რომ მათი ვერდიქტი „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე უარყოფითი იქნება, რაც კალაძეს მისცემს საშუალებას არ მიიღოს ეს გენგეგმა და დარჩენილი 800.000 ლარს გაცემაზეც უარი განაცხადოს. პარალელურად კი ბიუჯეტში არ გადახდილი ჯარიმის 140.000 ლარის გადახდაც კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს ავტორებს.


ხატოვნად რომ ვთქვათ, „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი ე.წ. მიწათსარგებლობის გენგეგმა არის შენობა, რომელსაც არც ფუნდამენტი და არც კარკასი არ გააჩნია, თანაც მის აშენებას ცდილობენ სხვის ტერიტორიაზე, რისთვისაც არ ეპუებიან , "დაჭაობებული კორუფციული ჩალიჩით“, ქონებების გადანაწილების ახალი პროცესის დაწყებასაც კი მისცენ ბიძგი.

წარმოუდგენელია მიწათსარგებლობის გენგეგმა და შესაბამისი ზონირების რუქა იყოს ობიექტური და სასიკეთო შედეგის მომტანი რადგან:

1) არ ვიცით რჩება თუ არა თავის ძველ ადგილზე რკინიგზის ხაზები და შესაბამისი სტრუქტურები. ეს მთელი სისტემაა რომელთანაც დაკავშირებულია არა მარტო ქალაქში ისტორიულად ჩამოყალიბებული სატრანსპორტო ქსელები, არამედ ძალიან დიდი რაოდენობით წარმოებები. რკინიგზის გადატანა ასე ხელაღებით ნიშნავს ასეულ ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას.

2) არ ვითავისებთ, რომ ურბანული კომპაქტურობა არის უაღრესად რთული და ძვირად ღირებული სისტემური გარდაქმნების მრავალწლიანი ქალაქმშენებლური პროცესი. ეს პროცესი გულისხმობს ყველა სახის ურბანული ქსელის, პირველ რიგში გზების, რადიკალურად ახალი სახით ფორმირებას. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსახლეობის სიმჭიდროვეზე უბნების მიხედვით შეზღუდვების დაწესება და არა უსისტემოდ გაცემული მშენებლობის ნებართვებით, მოსახლეობის სიმჭიდროვის უანგარიშო ზრდა. სახეზე გვაქვს მცდელობა "გააპრავებული" იყოს 2002 წლის შემდეგ განხორციელებული მშენებლობები კომპაქტურობის ტერმინის ვულგარული პრიმიტიულობით გამოყენების საშუალებით.

3) მართალია "პანდორას " ყუთის ავტორებმა თვითონ უარყვეს "ჯენტრიფიკაცია" როგორც ქალაქის ისტორიული ცენტრის რევიტალიზაციის მეთოდი თუმცა კომპაქტური ქალაქის არასწორი ინტერპრეტაციის მეშვეობით მაინც უნდათ ფარული „ჯენტრიფიკაციის“ მოხვევა ქალაქისათვის.

4) არ არის მოცემული გზების და სატრანსპორტო სისტემების ( საზოგადოდ ქსელების ანუ ურბანული კარკასის ) განვითარების კონცეფცია.

რეალურად ვღებულობთ, რომ ამ " ნაშრომს" არც ფუნდამენტი ( ანუ ქალაქწარმომქნელი ბაზა) და არც კარკასი არ აქვს მოცემული.

დღეს ქალაქის ხელისუფლება დგას არც თუ გადაულახავი არჩევანის წინაშე: ან უპირისპირდება სითი ინსტიტუტის ორ-სამ მესვეურს და ეუბნება სიმართლეს, რომ მათ მიერ ლობირებული ე. წ. მიწათსარგებლობის გენგეგმა არის რამოდენიმე კერძო პირის სუბიექტური ანუ კერძო მოსაზრებების "პანდორას" ყუთი, რომლის სახელმძღვანელოდ მიღება-გამოყენება გნებავთ გახსნა, გამოიწვევს კარგად პროგნოზირებად უარყოფით შედეგებს.

ამ დოკუმენტის არ მიღებით დამთავრდება 21-ე საუკუნის დასაწყისიდან მომდინარე სამარცხვინო პროცესები, როცა ყალბი გენგეგმებით ქალაქის ბიუჯეტიდან ქრებოდა მილიონები. ხოლო თუ არჩეული იქნება სითი ინსტიტუტის "ნაღვაწი" ცრუ მიწათსარგებლობის გენგეგმის სრული ან ნაწილობრივი დამტკიცების სტრატეგია, მაშინ ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწევს დაპირისპირება ათასობით და ათასობით თბილისელის სამართლიან კონსტიტუციურ პოზიციათან, რომ დაიცვან საკუთარი კერძო საკუთრება უკვე არა სითი ინსტიტუტის არამედ ქალაქის ხელყოფისაგან.

ჯუმბერ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42