ვინ არის თბილისში მოკლული ბიზნესმენი და უკავშირდება თუ არა "შეკვეთილი მკვლელობა" კახიძის ბიზნესსაქმიანობას
კრიმინალი - 17:29, 21 Mar, 2018     7440
„ნიუპოსტისთვის“ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლები პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ კახიძე დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ "ეს არის შეკვეთილი მკვლელობა".

მკვლელობა კი შესაძლოა გარდაცვლილის ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. როგორც ირკვევა, კახიძე შპს „ვარკეთილი96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. ნუგზარ კახიძის ახლობელი იხსენებს, რომ სასტიკ მკვლელობამდე კომპანიაში წილების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობდა.

მეტიც, მათივე მონაყოლის მიხედვით, „ვარკეთილი96“-ის მოწილეებს შორის სასამართლოში წილებთან დაკავშირებით დავაც კი მიმდინარეობს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ბიზნესმენი საკუთარ სახლში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ჩაცხრილა. კახიძეს 7 -მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.

მოკლულის ოჯახის წევრთა თქმით, მკვლელობაში ბრადებული ბიზნესმენის ოჯახს ბანკის თანამშრომელის სახელით გაეცნო და უთხრა, რომ წერილი უნდა გადაეცა. მას შემდეგ, კი რაც დამხმარე ქალმა კარი გააღო, მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილია დამხმარე ქალიც.

„დაახლოებით 14:00 საათზე კარზე ზარი დაირეკა, გვითხრეს, რომ ბანკიდან იყვნე, ხელში დოკუმენტები ეჭირა, დამხმარე ქალმა კარი გააღო, როცა ნუგზარი ოთახში გამოვიდა 7 ტყვია დაახალა. დაჭრილია ქალბატონიც“- აღნიშნა ერთ-ერთმა ნათესავმა.

მისი თქმით, ბიზნესმენის დამხამრე ქალი, მე-9 საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მოკლულის ცხედარი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაასვენეს. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, მან მიმალვა მოახერხა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცი იდენთიფიცირებული ჰყავთ, რადგან ის ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი, ბრალდებულმა კორპუსის უკანა მხარეს დატოვა და ის პოლიციამ უკვე ამოიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42