"დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ ვსაუბრობთ დასაქმებაზე" - მაკა ჩიჩუა
საზოგადოება - 15:19, 21 Mar, 2018     1646
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით გამართული კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც გარშემო ვხედავ. უკვე ძალიან ბევრნი ვართ. ბევრი ადამიანი ჩაერთო და გამოხატა დაინტერესება.

დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ დასაქმებაზე ვსაუბრობთ და ამ ადამიანების სრულ, თანასწორუფლებიან ინტეგრაციაზე დანარჩენ სამყაროსთან და ჩვენთან.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ვღელავ, ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოდის, დიდია დაინტერესება. ასეთი მყარი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ უფრო წინ და შევუერთდეთ ცივილურ სამყაროს. ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრია გაკეთებული და ჩვენც უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თბილისის მერიისა და დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლები.

წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე „რას ვმატებ საზოგადოებას“ სლოგანით აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42