"რუსთავი 2-ის სიუჟეტი თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა" - საპატრიარქოს განცხადება
საზოგადოება - 22:11, 20 Mar, 2018     3241

"სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.

ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის“ და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი რეაგირება.

ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან, მკვეთრ რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

ამიტომაც, მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყანის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42