თსუ-ში 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა
საზოგადოება - 18:24, 20 Mar, 2018     1566
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სიმფონიეტამ“ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სკოლამ „ნიჭიერთა ათწლედმა“ თსუ 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს. კონცერტს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ „საქართველოს სიმფონიეტას“ და „ნიჭიერთა ათწლედს“ მადლობა გადაუხადა. „8-9 თებერვლის საიუბილეო ღონისძიებების მიმდინარეობისას „ნიჭიერთა ათწლედის“ გამოსვლამ ჩვენი უცხოელი კოლეგები აღაფრთოვანა. ამჯერადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „საქართველოს სიმფონიეტასა“ და „ნიჭიერთა ათწლედისგან“ ძალიან კარგი საიუბილეო საჩუქარი მიიღო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ სიყვარულისთვის, რომელიც გაგვიზიარეს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა და „ნიჭიერთა ათწლედს“ საიუბილეო ღონისძიებების საორგანიზაციო საქმეებში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.

„ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორის ნოდარ ჟვანიას თქმით, „ნიჭიერთა ათწლედმა“ „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად გადაწყვიტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე უნივერსიტეტისთვის მუსიკით მიელოცა. „საქართველოს სიმფონიეტას“ მხატვრულ ხელმძღვანელს გიორგი ქერელაშვილს და მე იდეა გაგვიჩნდა ერთობლივი ორკესტრი შეგვექმნა. ეს ბავშვებს ძალიან წაადგებათ. არაჩვეულებრივი პროგრამაა - ვივალდი, ელგარი, მოცარტი... ჩვენ გვინდა მუსიკით მივულოცოთ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილე,“ - აღნიშნა ნოდარ ჟვანიამ.

კონცერტის შემდეგ, ორკესტრის ერთ-ერთმა მონაწილემ თიკო კობერიძემ განაცხადა, რომ კამერული მუსიკის კონცერტი მისთვისაც და ორკესტრის სხვა მონაწილეებისთვისაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო. „კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს კონცერტი კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის,“ - აღნიშნა თიკო კობერიძემ.

კამერული მუსიკის კონცერტი „საქართველოს სიმფონიეტას“ ინიციატივით დაიგეგმა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეირჩა „ნიჭიერთა ათწლედის“ სიმებიანი განყოფილების მე-9-12 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად კამერული მუსიკის საკმაოდ რთული პროგრამა მოამზადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42