Translate.ge-დან სიტყვები გაქრა - რატომ წაიშალა 70 000 სიტყვა ონლაინ-ლექსიკონიდან
საზოგადოება - 17:16, 20 Mar, 2018     8652

ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც ინტერნეტ-ლექსიკონ translate.ge-ზე შეხვედით, აუცილებლად შეამჩნებდით, რომ ონლაინ-ლექსიკონმა სიტყვები "დაკარგა."

საქმე იმაშია, რომ Translate.ge ისიდოფ გვარჯალაძის ლექსიკონის უნბართვოდ გამოყენებაში დაანაშაულეს და სიტყვების ამოღება მოუწია.

უფრო ვრცლად, წაიკითხეთ თრანსლეით.ჯი-ს მიერ გავრცელებული განცხადება:


"მითი საავტორო უფლებების შესახებ.

საქართველოში ყველაზე გამოყენებადი ინტერნეტ-ლექსიკონი translate.ge თავის არსებობის მანძილძე პირველად დადგა დახურვის პირას, როცა 2015 წლის მაისში, საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ისიდორე გვარჯალაძის 1975 წელს გამოცემული ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენებაზე (რათქმაუნდა პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ოჯახიც ჩართული იყო ამ საქმეში).

translate.ge-ს არასოდეს დაუმალავს რომელი ლექსიკონებისგან შედგებოდა მისი მონაცემთა ბაზა, კერძოდ:

143 305 სიტყვა - ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი. დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონისძე, ლოურენს ბროერსი, არიანე ჭანტურია, ლევან ჩხაიძე, თინა მარგალიტაძე. ლონდონი: Garnett Press, 2006. ISBN 978-0-9535978-3-4.
(გადმოგვეცა თიბისი ბანკის და ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით #წერექართულად პროექტის ფარგლებში, ასევე აღსანიშნავია დონალდ რეიფილდის ოჯახის სურვილი რომ, ლექსიკონი საჯარო გამოყენებაში გადაეცათ ქართველი ხალხისთვის)
70 000 სიტყვა ისიდორე გვარჯალაძის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი - * ამჟამად წაშლილია ბაზიდან
61 000 სიტყვა Common Dictionary Words - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
60 000 სიტყვა სამედიცნო ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
48 000 სიტყვა ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
27 000 სიტყვა იურიდიული ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
8 500 სიტყვა მარკეტინგული ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
სამწუხაროდ, ორ წლიანი სასამართლო დავების შემდეგ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ წლების წინ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ლექსიკონი უამრავჯერ გადამუშავდა, შესწორდა და გამდიდრდა საიტის მომხმარებლების მიერ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ "ქრაუდსორსინგი", ვიკიპედიით დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და translate.ge არის პლატფორმა/საიტი რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ თვითონ პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს გამოყენებული აქვს 11 სხვადასხვა ლექსიკონი იხ: (http://cdn.translate.ge/web/reference.jpg), რომელთა ნაწილზე საავტორო უფლებების არსებობა დიდად საეჭვოა თუ გამორიცხული არა. და 2017 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ასოციაციის სარჩელი, რის შედეგადაც საიტის ავტორს დაეკისრა 50 000 ლარი ჯარიმა და გვარჯალაძეების ლექსიკონსი ამოღება საიტის მონაცემთა ბაზიდან.

მოგვიანებით შედგა ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხის ოდენობა გახდა 13400 ლარი საიდანც 10 000 ლარი უნდა გადაეცეს ოჯახს ხოლო დარჩენილი 3400 ლარი გადაეცემა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას.

არავინ ჭკუადმყოფელი, მათ შორის არც translate.ge-ს ავტორი არის წინააღმდეგი საავტორო უფლებების დაცვის, მაგრამ როცა ეს "დაცვა" ხდება შერჩევით, მაშინ თვით ე.წ. "დამცველების" კანონიერება იწვევს სერიოზულ კითხვებს და მწუხარებას რომ მსოფლიოში ამხელა წინსვლების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში არც პარლამენტი და არც პროკურატურა არ ინტერესდება ამ საკითხის რეალურად მოგვარებით და გაურკვეველი წარმომავლობის კორუფციულ ორგანიზაციას აძლევენ უფლებას თვითნებური შერჩევის საფუძველზე გადაწყვიტოს ვინ არღვევს კანონებს და ვინ არა.

P.S. ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი ამოღებულია translate.ge-ს მონაცემთა ბაზიდან."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42