“ჩვენ განცხადებაში არ ყოფილა არანაირი მინიშნება მათ შორის, იმაზე, რომ ის განცხადება, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა გადაცემის წამყვანთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვეთანხმებით. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა გადაცემის წამყვანი და იქ რაიმე ტიპის სანქციაზე საუბარი აბსოლუტურად მოკლებულია რეალურ საფუძველს,”- განაცხადა სულხან სალაძემ.
მისი თქმით, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მისი რელიგიური გრძნობები შეილახა, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს.
“თუ ვინმე თვლის, რომ მის რელიგიურ შეხედულებებს ამით მიადგა ზიანი, მათ რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი, მაგრამ, ის, რაც ხდებოდა რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არ ჯდება იმ სტანდარტში, რომლითაც შეიძლება მშვიდობიანი შეკრების ფორმით ადამიანებმა თავიანთი პროტესტი გამოხატონ,”- განაცხადა სულხან სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






