ერთად მივულოცოთ აღდგომის დღესასწაული მარტოხელა ხანდაზმულებს - ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო აქცია
საზოგადოება - 11:38, 20 Mar, 2018     1660

მათ არავინ ახარებს აღდგომას, არავინ მიულოცავს და მათთვის ეს უდიდესი დღესასწაულიც ერთი ჩვეულებრივი დღესავით ჩაივლის, მარტოობასა და ტკივილში.

ახლოვდება წელიწადის ყველაზე ნათელი დღე - აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

უკვე კეთილ ტრადიციად იქცა ამ უდიდესი დღესასწაულის შესახვედრად საქველმოქმედო აქციის გამართვა იმ ხანდაზმული ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც საჭიროებენ თანადგომას, ზრუნვას და სიყვარულს!

აღდგომა - უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი, ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ეს დიდი სიხარული ყოველ წელს გავუზიაროთ ჩვენს ახლობლებს, თანამოძმეებს და საერთოდ, ყველა ქრისტიანს!

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ მარტოხელა ბენეფიციარებს, რომლებზეც ჩერნოვეცკის ფონდი ზრუნავს არ აქვთ საშუალება ხელდამშვენებულნი შეხვდნენ აღდგომის დღესასწაულს, როგორც ამას აკეთებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ ადამიანებს პენსია და სოციალური შემწეობა არ ჰყოფნით ელემენტარულ საკვებსა და მედიკამენტებზე, რომ არაფერი ვთქვათ სააღდგომო სუფრის ატრიბუტებზე.

დიახ, სამწუხაროა, როდესაც მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ბებო ან ბაბუ აღდგომას ხვდება პასკის და წითელი კვერცხის გარეშე, და რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ტრადიციული მილოცვის გარეშე - „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!“

მეგობრებო, თქვენ არაერთხელ გაგიწვდიათ დახმარების ხელი ჩვენი ბენეფიციარებისთვის, არაერთხელ ყოფილხართ „მფარველი ანგელოზის“ როლში და ბევრი სიხარული მიგინიჭებიათ მათთვის....იქნება ეს საშობაო დღესასწაული თუ დაბადების დღე, 8 მარტი თუ 26 მაისი!

ღრმად გვჯერა, რომ ეს ადამიანები არც ამჯერად დარჩებიან თქვენი ყურადღების და მხარდაჭერის გარეშე, მითუმეტეს, რომ აღდგომა არის ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი დღესასწაული!

ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანია მარტოხელა ბენეფიციარებისთვის სააღდგომო ნობათის შესაძენად თანხის შეგროვება!!! ძალიან გვინდა, რომ ამ ნათელ დღეს მათ არ მოაკლდეს პასკა და წითელი კვერცხი, ხილი და ტკბილეული, ზეთი და ბურღულეული...

ყურადღება!!! სააღდგომო ნობათი ერთი ადამიანისთვის სულ რაღაც 10 ლარი ჯდება! დაგვეთანხმებით, ეს არ არის დიდი თანხა, მისი გაღება ხიმ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია?!

ჩვენი აქცია არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც საზოგადოების მხრიდან სასწრაფო დახმარებას, ყურადღებასა და თანადგომას საჭიროებენ!

მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მუდამ მზად ხართ აჩუქოთ ჩვენს მარტოხელა მოხუცებს სიხარული. ჩვენ ისიც ვიცით, რომ თქვენი სიყვარულით აღსავსე გულები კვლავაც დაეხმარებიან მათ და მისცემენ საშუალებას ღირსეულად შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ ჩვენს აქციას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სააღდგომო ნობათი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდია საიტიდან: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42