როგორ გაუძვირდებათ მოქალაქეებს ავტომობილების ფლობა 2019 წლიდან და რა საფრთხეს შეიცავს პარკირების ზონალური სისტემა - დათო მესხიშვილი
საზოგადოება - 10:46, 20 Mar, 2018     11999
სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გახმაურების შემდეგ, ავტომფლობელების მთავარი ინტერესის თემად პარკირების ახალი სისტემა იქცა, რომლის სავარაუდო მოდელზეც მერია ჯერკერობით არ საუბრობს. ის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარკირების მენეჯმენტს დროებით სატრანსპორტო კომპანია გადაიბარებს. სხვადასხვა ორგანიზაციებიდან უკვე გაისმა რეკომენდაციები, რომ თბილისის პარკირების სისტემა, ზონალურ დაყოფაზე გადავიდეს, რომელიც საათობრივ ტარიფთან იქნება მიბმული. ამ იდეის ინიციატორი აღმოჩნდა სითი ინსტიტუტი საქართველო, რომლის მომზადებულ გენ-გეგმას, სადაც თბილისში ტრანსპორტის პოლიტიკის განვითარება, საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია, მერია არ იღებს. სწორედ ამ ფონზე გამოჩენილი ინიციატივები უჩენს კითხვის ნიშნებს ტრანსპორტის სფეროს ექსპერტებს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დათო მესხიშვილის პროგნოზით პარკირება თბილისში აუცილებლად გაძვირდება და ზონალური დაყოფა და საათობრივი სისტემა მძიმე ტვირთად დააწვება მოქალაქეებს, რომელთაც მერია ალტერნატიულ გზებს არ სთავაზობს, მისი აზრით 2019 წლიდან ავტომობილის ფლობა დაკავშირებული იქნება უფრო მეტ დანახარჯთან, ვიდრე ეს იყო წინა წლებში.


დათო მესხიშვილი:
- მერიის მხრიდან სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტა ერთდროულად მოულოდნელიც იყო და მოსალოდნელიც, მართლია მერობის ყველა კანდიდატს ჰქონდა ეს დაპირება საარჩევნო კამპანიაში, რომ სითი პარკთან ხელშეკრულება უნდა გაწყვეტილიყო. მაგრამ ამჯერად ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ იყო მერიის მიერ წარმოდგენილი გეგმა, კონკრეტული სტრატეგია, გარდა ერთისა, რომ მოდელი, რომელიც ცუდი იყო და რის გამოც ვუშვებთ სითი პარკს, ჯერჯერობით გადაინაცვლებს სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც საწყის ეტაპზე გაუწევს მენეჯმენტს პარკირების საკითხს ქალაქში. სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც ექვედებარება მერიის სატრანსპორტო სამსახურს და დღეს ეხება მეტროს, ავტობუსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მენეჯმენტი, არ აქვს პარკირების ორგანიზების არანაირი გამოცდილება. ჩვენი რეკომენდაციაა, ეს სამსახური რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშორდეს პარკირების პროცესს, თორემ მივიღებთ ქაოსურ მდგომარეობას, რადგან მათ არ გააჩნიათ არც საკადრო რესურსი, არც ტექნიკური აღჭურვილობა, ბაზები, მენეჯმენტის განსახორციელებლად. ჩემი აზრით, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ, იქნება თვითშემოქმედება, რაც ძირითადად გამოიხატება აღსრულების ნაწილში. მე არ ვიცი, რა ფორმას მოძებნის ქალაქის ხელისუფლება, ტენდერი იქნება გამოცხადებული, თუ კონკურსი ახალი კომპანიის გამოსავლენად, ფაქტია, რომ საქართველოში არ არსებობს ასეთი გამოცდილების ჯგუფი, არ გვყავს სპეციალისტები, თორემ სურვილი, რომ ვიღაცამ ეს ბიზნესი ჩაიბაროს, რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ექნება.

- ჩვენ უკვე ვნახეთ ერთი ასეთი ორგანიზაციის "თვითშემოქმედება" და შეფარული სურვილი - „სითი პარკთან“ მერიის ხელშეკრულების გაწყვეტის გაცხადებიდან ძალიან მალე, "სითი ინსტიტუმა საქართველომ", რომელმაც გენერალურ გეგემაზე იმუშავა, გამოთქვა ინიციატივები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოეწყოს თბილისში პარკირების სისტემა. თქვენ როგორ აფასებთ სითი ინსტიტუტი საქართველოს ამ რეკომენდაციებს?

- ჩემთვის გაურკვეველი დარჩა ამ ორგანიზაციის აქტიურობა ამ თემასთან დაკავშირებით. მერის პრესკონფერენციიდან ძალიან მალე სითი ინსტიტუტმა საქართველომ გამოხატა თავისი პოზიცია ქალაქის პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით, გეთანხმებით, რომ კითხვები მეც გამიჩნდა. სითი ინსტიტუტი საქართველოს მიერ მომზადებულ გენ-გეგმას თბილისის მერია არ ითანხმებს და ამ დროს, ახალი ინიციატივების გახმაურება, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. რამდენადაც მივხვდი, ეს ორგანიზაცია გარდა იმისა, რომ რეკომენდაციებს გასცემდა, თითქოს იღებდა პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე, რომ ასე მოაწყობდა პარკინგს. ეს ინტერესი აშკარად ჩანდა, რეკომენდაციაში გაისმა კონკრეტული მესიჯები, საათობრივი გადახდა, აპარატის ჩამოტანა და.ა.შ, რა აპარატზეა საუბარი, ვის ჩამოაქვს, რატომ, ეს ყველაფერი ხომ უნდა ვიცოდეთ? ჯერ ხომ არ ვიცით, რა მოდელზე უნდა გადავეწყოთ? აპარატით იქნება გადახდა თუ საათობრივად? კონკრეტული მესიჯი, აპარატს საცდელად ჩამოვიტანთ, ცოტა უცნაურია. საპილოტე რეჟიმში რამის კეთება რომ დაიწყო, უნდა იცოდე რას აკეთებ. მთელი გაუგებრობა აქაა. მიმაჩნია, რომ საკითხის ასე ნაუცბათევად გადაწყვეტა მეტ პრობლემას შექმნის. უფრო უცნაურად ის მეჩვენება, რომ დღემდე ვერ ხდება შეთანახმება იმაზე, ვგულისხმობ გენ-გეგმას, რაც სითი ინსტიტუტს უნდა გაეკეთებინა, და ამ ფონზე გასცე ახალი რეკომენდაციები თემაზე, რომლის გამოცდილებაც აბსოლუტურად არ გაქვს, ეს სამსჯელოა. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელზედაც ეს ორგანიზაცია საუბრობდა, არის ქალაქის ზონალური მოწყობა, რომელიც მიბმულია საათობრივ პარკირებაზე, რაც ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ქალაქის ცენტრში შესვლაც კი ფასიანია, არა თუ პარკირება. ამ იდეას ჰყავს მომხრეები არგუმენტებით, რომ მძღოლები მოერიდებიან ქალაქის ცენტრში ავტომობილების გაჩერებას, რადგან ეს მაღალ გადასახადთან იქნება დაკავშირებული და ამ გზით განიმუხტება ქალაქის ცენტრი, რაც ძალიან კარგია. სანამ განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გააკეთეს, მათ მოაგვარეს სხვა პრობლემები და შემდეგ გადავიდნენ ამ ეტაპზე. სანამ თბილისის ზონალურ პარკირებაზე საუბარს დავიწყებთ, უნდა მოვაგვაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი. ევროპულ ქალაქებში, სადაც ცენტრში პარკირება ძვირია, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს ალტერნატივას, იაფი ტრანსპორტის - ტრამვაის, ავტობუსის სახით. ეს მოსახლეობას აწყობს, რადგან ქალაქის ცენტრში მისვლა გაცილებით იაფი უჯდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამასთან ერთად ქვეითებისთვის მოწყობილია კარგი ინფრასტრუქტურა, ღია სივრცეები, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები და ა.შ.

- ჩვენ რას ვთავაზობთ ალტერნატივად ჩვენს მოქალაქეებს, როემლთაც გავუძვირებთ ქალაქის ცენტრში პარკირებას?

- არაფერს, ჩვენ ეს მოდელი დანგრეული გვაქვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ არ იქნება მეტი და ტექნიკურად გამართული, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მე ძალიან მომწონს მერიის ინიციატივა, რომ ყოველ წელს დედაქალაქს ასი ახალი ავტობუსი უნდა დაემატოს, სინამდვილეში დამატება კი არ ხდება, პრაქტიკულად ხდება ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ ინსპექტირებაზე, ტაქსების რეგულაციებზე, პარკინგის გაძვირებაზე, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი აძვირებს ავტომობილის ფლობას. თუ გადავხედავთ ავტომობილების ყიდვის სტატისტიკას, ავტომობილები განკუთვნილია ორი კატეგორიისთვის. ერთი ვისაც სურს ავტომობილით სერვისების განხორციელება, მაგალითად, მგზავრის გადაყვანა, მეორე კატეგორია, ასევე იაფად ყიდულობს ავტომობილს, რომელსაც, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია, მოიხმარს სახლიდან სამსახურში გადასაადგილებლად. ეს კატეგორიები წნეხში კი არ უნდა მოაყოლო, უნდა გაარკვიო მიზეზები. ბოლო წლებია ე.წ საჩვენებელ, ძვირადღირებულ ავტომობილს ყიდულობს მოსახლეობის მხოლოდ 4 %, ყველა დანარჩენ შემთხვევაში ავტომობილების ისტორიას რომ გადავხედოთ, გამოიყენება ან მგზავრების გადასაყვანად, ან მხოლოდ და მხოლოდ ქალაქში გადაადგილებისთვის, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ხარისხიანი და დაცული. მერიამ ეტაპები უნდა გაიაროს თანმიმდევრულად,ისე შედეგი ვერ დადგება, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობა და საჯაროდ გახსნა, სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა, სამუშაო რეჟიმში უნდა მონაწილეობდნენ ურბანისტები. ქალაქის პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით მარტო ტრანსპორტის პრობლემა ხომ არ დგას, ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული პრობლემები, თბილისში შენდება მაღალსართულიანი კორპუსები, რომლებიც არაა შეთანხმებული ტრანსპორტის სამსახურთან, ამ კორპუსებს საერთოდ არ აქვთ პარკირების ადგილები. მერიამ ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს პარკირება და მშენებლობები, რომლის მოგვარებაც თავიდან ბოლომდე მათ ხელშია. რაც არ უნდა ძლიერი და გამოცდილი კომპანია არ უნდა ჩამოვიდეს თბილისში, რომელიც აიღებს პარკირების ორგანიზებას და მენეჯმენტს, ამ პრობლემის მოგვარება ჯადოსნური ჯოხის აქნევით ვერ მოხდება. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელზედაც პასუხისმგებლობა მერიამ უნდა აიღოს.

- რეკომენდაციები, რომელიც მიიღო მერიამ სითი ინსტიტუტისგან და რომელიც სავარაუდოდ, არის კიდეც მერიის სამუშაო ვარიანტი, როგორ გააძვირებს პარკირების ფასს?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ზონალურ დაყოფასა და საათობრივ პარკირებაზე ვსაუბრობთ, პარკირება აუცილებლად გაძვირდება. ზონალური დაყოფა მოგვიტანს სხვადასხვა ტარიფებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ცენტრში ბევრად ძვირი, ვიდრე- გარეუბნებში. არ არის გამორიცხული ტარიფი მიმაგრდეს საათობრივ გადახდაზე. ეჭვი მაქვს, ვინც მერიას ასეთ რეკომენდაციებს აძლევს, მათი მთვარი ტაქტიკაა, პარკირება ისეთი ძვირი იყოს, რომ ავტომფლობელები ვერ შევიდნენ ქალაქის ცენტრში. რა შედეგის მომტანი იქნება, ეს სხვა საუბრის თემაა. საათობრივი გადახდა ძვირად დააწვება ჩვენს ავტომფლობელებს, რადგან ბევრჯერ ითქვა ფრაზა, ამ ეტაპზე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ეტაპიც. ჩემი აზრით, 2019 წლის დასაწყისიდან ავტომობილებით სარგებლობა, როგორც პარკირება, ასევე ტაქსის სერვისი, სერიოზულად გაძვირდება. სიახლეები ყველა შემთხვევაში უნდა დაინერგოს, მაგრამ საჭიროა საზოგადოების ჩართულობა, საზოგადოება კი არ უნდა შეიტყუო ამ რეგულაციებში, უნდა განუმარტო, რას აპირებ, სიახლეები არ უნდა ინერგებოდეს "მათრახით", წნეხით და იმპერატიული გადაწყვეტილებებით, რაც ყოველთვის გამოიწვევს აგრესიას ავტომფლობელთა მხრიდან. მარტო ჯარიმებით პრობლემა რა გვარდება, უნდა მოხდეს კვლევები და მათზე დაფუძნებული ალტერნატივების შეთავაზება.

- როგორია თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივა, რასაც გვთავზობს გენგეგმა? მე ერთ მოსაზრებას შეგახსენებთ, რომ მოხდება მტკვრის გამოყენება სატრანსპორტო ფუნქციის შესასრულებლად, მტკვარზე ზაჰესიდან ორთაჭალამდე იმოძრავებს სამდინარო გემები და 2030 წლის თბილისი იქნება ქალაქი -მანქანების გარეშე?

- ჩვენ, ტრანსპორტის ექსპერტებს არ გვქონია საშუალება, ჩართული ვყოფილიყავით ტრანსპორტის პოლიტიკის განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში, რაიმე დეტალური განხილვა ტრანსპორტის მიმართულებით არ მომისმენია. მე რაც ვიცი, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან, მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეს სივრცეები ქვეითებისთვის, რაც რეალურად დგას პრობლემად, ამ ქალაქში ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არის, უფრო მეტიც, არანორმალური მდგომარეობა გვაქვს- ქვეითი დადის ავტომობილის სავალ ნაწილზე, ავტომობილები პირიქით - ქვეითის სავალ ნაწილზე. სამდინარო გემებზე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა თბილისში გასულ საუკუნეში ბორანების მსგავსი ტრანსპორტის გადაადგილება მტკვარზე, მათ ჰქონდა სამგზავრო დანიშნულება, თუმცა ამ იდეამ არ გაამართლა. მტკვრის კლდოვანმა ნაპირებმა არ მისცა ამ ტრანსპორტს საშუალება ქცეულიყო უსაფრთხო გადაადგილების ტრასპორტად და მალევე გაქრა. მე მგონია, მტკვარს რომ წყლის ტრანსპორტი მოერგოს, ეს დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ეს ჩვენს ვითარებაში არაგონივრული მგონია. იმას მივხედოთ, რაც გვაქვს და არსებული პრობლემები მოვაგვაროთ, ეს არის მთავარი, სამწუხაროა, რომ ჩვენ გვესმის გადაწყვეტილებები ყოველგვარი განხილვის და გეგმების გარეშე, რაც შედეგს არ მოიტანს.

ქალაქის მერის საარჩევნო განცხადებებში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი რამ იყო მოსაწონი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოსმენილი გვაქვს მხოლოდ განცხადებები და არა კონკრეტული გეგმები. არც ერთ სიახლეზე, არც ტაქსების რეგულაციაზე, არც ტექნიკურ ინსპექტირებაზე ჩვენ არ მოგვისმენია სტრატეგია, ხედვა. ეს ინიციატივები ადგილ-ადგილ, ამოვარდნილად კი არ უნდა ისმოდეს, ეს უნდა იყოს ერთი სტრატეგიის ნაწილი, ჩვენ არ გვაქვს არანაირი დოკუმენტი, თუ როგორი იქნება ტრანსპორტის პოლიტიკა მომავალი წლების განმავლობაში. დათვლილი უნდა იყოს რა რაოდენობის ტრანსპორტი იქნება დედაქალაქში 2022 წელს, ეს ყველა ნორმალურ ქალაქში წინასწარ არის განსაზღვრული. ისინი მიყვებიან განვითარების იმ სტრატეგიას, რაც დიდი ხნის პერსპექტივით აქვთ შემუშავებული, ჩვენ დიდი ხნის კი არა, გეგმა საერთოდ არ გვაქვს. გეგმა კი არა კვლევებიც კი არ ტარდება, ჩვენ გვაქვს ერთჯერადი ხასიათის ღონისძიებები, ვერსიები, სურვილები, რაც არ არის ხედვა და სტრატეგია.

თამარ ჩხენკელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42