თსუ-სა და ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 16:01, 19 Mar, 2018     1565
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მხარეები სიცოცხლის შემსწავლელი დარგების განვითარებას შეუწყობენ ხელს. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თანამშრომლობის მემორანდუმი სამეცნიერო, ინტელექტუალური ძალების გაერთიანებას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. „ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება. ჩავატარებთ ერთობლივ კვლევებს, რისთვისაც არსებობს დღეს ისეთი განვითარებული სტრუქტურები, როგორიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიომედიცინის ცენტრი. ამ კუთხით ორივეს ძალიან კარგი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერ-თანამშრომლებისთვის,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

როგორც ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ისეთი ფორმატი, სადაც კვლევა, სწავლა და სწავლება განუყოფელია. „ჩვენი ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია, ვინც ამ ფორმატში ითანამშრომლებს ერთმანეთთან. ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია ურთიერთშეხების გზების ძიება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად გეგმიურ, მსხვილმასშტაბიან სამეცნიერო-კვლევით და საგრანტო პროექტებს განახორციელებენ; ხელს შეუწყობენ როგორც ტრადიციული, ასევე ახალი და უახლესი ინტერდისციპლინური დარგების და ქვედარგების განვითარებას საქართველოში და მიღებულ შედეგებს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენენ; ჩაატარებენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს; ერთობლივად მოამზადებენ სამეცნიერო პუბლიკაციებს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში და გამოცემებში გამოსაქვეყნებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42